დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 44 |
დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 11/07/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/07/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.161.016345 |
|
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №35 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29.12.2016, 190020020.35.161.016299) განხორციელდეს ცვლილებები და დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი თავი I გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები მუხლი 1 გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება ათას ლარებში
მუხლი 2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს თანდართული რედაქციით: გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბალანსი (ათას ლარებში)
თავი II გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები მუხლი 3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
მუხლი 4. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
მუხლი 5. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
მუხლი 6. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
თავი III გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია მუხლი 7. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
მუხლი 8. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
მუხლი 9. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაცია (ათას ლარებში)
თავი IV გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება მუხლი 10. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს -8,432.3 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 11. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
მუხლი 12. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
თავი V გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 13. ბიუჯეტის ასიგნებები (ათას ლარებში)
თავი VI მარეგულირებელი ნორმები მუხლი 14 გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. მუხლი 15 გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად. მუხლი 16 დაევალოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით განსაზღვრული ერთჯერადი მატერიალური დახმარებებისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საოპერაციო ხარჯების დაფინანსება განახორციელოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები