„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0717/10-1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 10/07/2017
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0717/10-1
10/07/2017
ვებგვერდი, 11/07/2017
„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის

უფროსის ბრძანება №0717/10-1

2017 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №3 დანართში, სადაც მოცემულია იმ იურიდიულ პირთა სია, რომლებიც დაკავშირებული არიან მოძრაობა თალიბანთან და ორგანიზაცია ალ-ქაიდასთან, დაემატოს ამ ბრძანების №1 დანართში მოცემული მონაცემი.

2. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებული არიან მასთან, ამოღებულ იქნეს ნომრები 60, 115 და  215.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ხასაშვილი

 

დანართი 1

იურიდიულ პირთა სია, რომლებიც დაკავშირებული არიან მოძრაობა თალიბანთან და ორგანიზაცია ალ-ქაიდასთან

 

№

ორგანიზაციის დასახელება

დასახელების სხვა ვარიანტები

მისამართი

სიაში შეყვანის თარიღი

სხვა ინფორმაცია

155

ჯამაათ-ულ-აჰრარ (ჯუა) JAMAAT-UL-AHRAR (JuA)

 

ა) ჯამაათ ე-აჰრარ (Jamaat-e-Ahrar)

 

ბ) ტეჰრიკ -ე თალიბან პაკისტან ჯამაათალ ულ აჰრარ (Tehrik-e Taliban Pakistan Jamaat ul Ahrar)

 

გ)აჰრარ-ულ-ჰინდ (Ahrar-ul-Hind)

ა) ლალპურა, ნანგარჰარის პროვინცია, ავღანეთი 2015 წლის ივნისიდან (Lalpura, Nangarhar Province, Afghanistan (since Jun. 2015)

 

ბ) მოჰამანდის სააგენტო, პაკისტანი 2014 წლის აგვისტოდან (Mohmand Agency, Pakistan (as at Aug. 2014)

06.07.2017

მცირე ჯგუფი the Tehrik-e Taliban Pakistan (იურიდიულ პირთა სიაში 130)-ისა.

ასოცირდება Islamic State in Iraq and the Levant-ან (იურიდიულ პირთა სიაში 83) 

ჩამოყალიბდა 2014 წლის აგვისტოში მოჰამად აჯენსიში, პაკისტანში (Mohmand Agency, Pakistan).

ოპერირებს ნაგჰარგარის პროვინციიდან, ავღანეთი (Nangarhar Province, Afghanistan) და პაკისტან-ავღანეთის სასაზღვრო რეგიონში.

აიკრძალა პაკისტანში 2016 წლის 21 ნოემბრიდან.