დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის #76 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/07/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.170.016269 |
|
,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №
76 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №76 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.170.016076) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის:
ა) 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი“; ბ) მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საქმისწარმოებისა და იურიდიულ საკითხთა განყოფილების უფროსი“; გ) მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკურ საკითხთა განყოფილების უფროსი“; დ) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკურ საკითხებში“; ე) მე-4 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ვ) მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი საკრებულოს ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გაშუქებული მასალების და პუბლიკაციების ანალიზის საკითხებში“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები