დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1274-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/07/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/07/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190020.04.001.016202 |
|
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) საარჩევნო პერიოდი/სარეფერენდუმო პერიოდი − არჩევნების/რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტის ამოქმედების დღიდან შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების/რეფერენდუმის საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღის ჩათვლით დროის მონაკვეთი;“; ბ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) საარჩევნო სუბიექტი – შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატი, საჯარო ხელისუფლების თანამდებობის კანდიდატი;“; გ) „ჰ5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ5) საარჩევნო დოკუმენტაცია – საარჩევნო კომისიაში შესული და საარჩევნო კომისიიდან გასული განცხადება, საჩივარი, წერილი, ოქმი, საარჩევნო ბიულეტენი, სპეციალური კონვერტი, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტი, საკონტროლო ფურცელი, სარეგისტრაციო ჟურნალი, ამომრჩეველთა სია, ამომრჩევლის ბარათი, საარჩევნო კომისიის წევრის ახსნა-განმარტება;“. 2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დღის უქმე დღედ გამოცხადება არჩევნები (გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა)/რეფერენდუმი/ პლებისციტი შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს. საერთო არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დღე უქმე დღეა. შუალედური არჩევნების/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს რიგგარეშე არჩევნების/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს რიგგარეშე არჩევნების დღე უქმე დღეა მხოლოდ შესაბამისი საარჩევნო ოლქის/საარჩევნო ოლქების სამოქმედო ტერიტორიაზე.“. 3. მე-8 მუხლის: ა) მე-13−მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. საარჩევნო კომისია არ განიხილავს განცხადებას/საჩივარს, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გამოცემული აქვს განკარგულება განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. 14. საარჩევნო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მეტ დროს მოითხოვს − საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გააცნოს ყველა დაინტერესებულ პირს. საარჩევნო დოკუმენტაციისა და არჩევნების შესახებ ინფორმაციის ასლების მოთხოვნის შემთხვევაში საფასურის ოდენობა და გადახდის წესი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 15. საარჩევნო კომისიის სხდომა ღიაა. მასზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრებსა და კომისიის წარმომადგენლებს, შესაბამისი და ზემდგომი საარჩევნო კომისიების აპარატების თანამშრომლებს, შესაბამის კომისიაში აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს შესაბამის კომისიაში, შესაბამის კომისიაში რეგისტრირებულ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს, ცესკოში რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს 2 დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად. საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევის (მათ შორის, კომისიის წევრის) საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საარჩევნო კომისია, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში. დამრღვევის საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევება გულისხმობს მის საარჩევნო კომისიის შენობიდან/კენჭისყრის შენობიდან გაძევებასაც. დამრღვევის საარჩევნო კომისიის შენობიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას განკარგულებით იღებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე.“; ბ) მე-16 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს;“; გ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „18. საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევის ადმინისტრაციის შენობიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას განკარგულებით იღებს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო სხდომის მიმდინარეობისას სხდომიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საარჩევნო კომისია, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში.“; დ) 25-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „25. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს, კენჭისყრის კაბინის გარდა, აგრეთვე კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს, საარჩევნო პროცესისათვის/კომისიის სხდომის მუშაობისათვის ხელის შეშლის გარეშე შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება.“. 4. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცესკო შედგება თავმჯდომარისა და 11 წევრისაგან. ცესკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის ცესკოს წევრი. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი წევრობის შეწყვეტას. ცესკოს 5 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 6 წევრს ნიშნავენ პარტიები ამ კანონით დადგენილი წესით.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ცესკოს თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს ცესკო სრული შემადგენლობის ორი მესამედით, ფარული კენჭისყრით, ან საქართველოს პარლამენტი, ამ მუხლით დადგენილი წესის გათვალისწინებით. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი.“; გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. თუ ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლა ემთხვევა არჩევნების ჩატარების პერიოდს, საქართველოს პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურებს წარადგენს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-7 დღისა. ცესკოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება ახალი წევრის არჩევისთანავე.“; დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას კანდიდატურების წარდგენიდან 5 დღის ვადაში იღებს ცესკო სრული შემადგენლობის ორი მესამედით. ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრა ფარულია. კენჭისყრაში მონაწილე ყოველ წევრს 1 ხმა აქვს. სამივე კანდიდატს ერთდროულად ეყრება კენჭი. სხდომის ოქმსა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ ცესკოს განკარგულებას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე.“. 5. მე-13 მუხლის პირველი−მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცესკოს 6 წევრს ამ მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ ის პარტიები, რომლებიც ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული იყვნენ დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის მეშვეობით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, რომლებსაც ამ კანონის 125-ე მუხლის მე-4−მე-9 პუნქტების შესაბამისად მიეკუთვნათ საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები და რომლებმაც შექმნეს საპარლამენტო ფრაქცია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პარტიები ცესკოს წევრს (წევრებს) ნიშნავენ შემდეგი წესით: ა) პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 6-ზე და იყოფა ამ მუხლით განსაზღვრული პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის ცესკოს იმ წევრთა რაოდენობა, რომელთა დანიშვნის უფლებაც აქვს პარტიას, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი; ბ) იმ პარტიის მიერ მიღებული ამომრჩეველთა ხმების რაოდენობის დასადგენად, რომელიც საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია ფრაქციით და არჩევნებში საარჩევნო ბლოკის მეშვეობით მონაწილეობდა, ამ მუხლის მიზნებისათვის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა იყოფა საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიათა რაოდენობაზე. 3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი ერთზე ნაკლებია, პირველ რიგში ცესკოს თითო წევრის დანიშვნის უფლებას მოიპოვებენ ასეთი პარტიები მათ მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა თანამიმდევრობის გათვალისწინებით. ამ უფლების რეალიზაციისათვის, საჭიროების შემთხვევაში, პარტიებს, რომლებმაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მოიპოვეს ცესკოს წევრების დანიშვნის უფლება, მიღებული ხმების რაოდენობის თანამიმდევრობის შესაბამისად ერთმევათ ცესკოს თითო წევრის დანიშვნის უფლება, იმ პირობით, რომ მათ ცესკოში 1 ადგილი მაინც უნდა შეუნარჩუნდეთ (თუ იმ პარტიათა რაოდენობა, რომელთაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მოიპოვეს ცესკოს წევრის დანიშვნის უფლება, 6 ან 6-ზე მეტია, ამ პუნქტით განსაზღვრული სხვა პარტიები ვერ დანიშნავენ ცესკოს წევრს). 4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პარტიების რაოდენობა 6-ზე მეტია, ცესკოს წევრის დანიშვნისას უპირატესობა ენიჭება იმ პარტიას, რომელმაც არჩევნებში მეტი ხმა მიიღო. ცესკოს წევრის დანიშვნისას უპირატესობა ენიჭება საარჩევნო ბლოკის წევრთა ჩამონათვალში სხვა პარტიებზე წინ მყოფ პარტიას. 5. თუ ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ცესკოს წევრთა რაოდენობა მაინც ვერ შეივსო 6-მდე, ცესკოს წევრის დანიშვნის უფლებას მის წევრთა რაოდენობის 6-მდე შესავსებად ხმათა თანამიმდევრობით მოიპოვებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პარტიები. თუ პარტია არ დანიშნავს ცესკოს წევრს (წევრებს) უფლების წარმოშობიდან 7 დღის ვადაში, ამ უფლებას თანამიმდევრობით მოიპოვებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პარტიები.“. 6. მე-14 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ2“ და „ჯ3“ ქვეპუნქტები: „ჯ2) განკარგულებით ირჩევს ცესკოს წარმომადგენლებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; ჯ3) ერთდროულად სხვადასხვა სახის არჩევნების ჩატარების შემთხვევაში განკარგულებით ადგენს საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრის დამატებით წესსა და ვადებს;“. 7. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;“. 8. მე-19 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. არჩევნების დანიშვნის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანებები, ხოლო 1 წევრს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ცესკო, შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.“; ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. პარტიას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, გარდა კენჭისყრის დღისა, გამოიწვიოს თავის მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი. ამის თაობაზე პარტიამ უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.“. 9. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საოლქო საარჩევნო კომისია შედგება 12 წევრისაგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები.“. 10. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) განკარგულებით ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;“. 11. 22-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;“. 12. 23-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნების შექმნიდან არაუგვიანეს 5 დღისა, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 2 დღის ვადაში, ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს საარჩევნო უბნების ნომრებს, საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართებს, ტელეფონის ნომრებსა და სხვა რეკვიზიტებს.“. 13. 24-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საუბნო საარჩევნო კომისია შედგება 12 წევრისაგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანებები.“; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს/აირჩეს საჯარო მოსამსახურე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“–„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა). მასზე არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით თანამდებობრივი შეუთავსებლობის შესახებ დადგენილი მოთხოვნები. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად საჯარო მოსამსახურის დანიშვნის/არჩევის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში დროებით შეიძლება შეუჩერდეს უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილას, რისთვისაც მას კანონით დადგენილი წესით ეძლევა ანაზღაურებისგარეშე შვებულება ან კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება საკუთარი მოთხოვნის შესაბამისად.“. 14. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) საჭიროების შემთხვევაში, არაუგვიანეს კენჭისყრის დღის მომდევნო დღისა ადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებების ან/და სხვა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არსებობისას;“. 15. 28-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.“. 16. 31-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული, შესაბამის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებულ პირთა, მათ შორის, იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც არჩევნების დღისთვის უსრულდებათ 18 წელი, აგრეთვე გარდაცვლილთა შესახებ მონაცემების საფუძველზე. ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ შეიტანება იმ პირთა შესახებ მონაცემები, რომელთა სახელზე ბოლოს გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გაუქმდა გაყალბების ან ბათილად ცნობის გამო, ან რომელთაც არ აუღიათ მიმდინარე არჩევნების დროისთვის იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი, თუ ეს პირები არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-13 დღისა რეგისტრაციას არ გაივლიან სააგენტოში;“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, ამ კანონის 39-ე მუხლით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციას, ამომრჩეველს უფლება აქვს, გაეცნოს ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას (ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, გაეცნოს მხოლოდ შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას. ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მის და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა) და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა, ხოლო არასაარჩევნო პერიოდში – ნებისმიერ დროს მოითხოვოს ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა. მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; გ) 71 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 პუნქტი: „72. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 85-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 852 და 854 მუხლების მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა (ამომრჩეველთა) მონაწილეობის უზრუნველსაყოფად თვითმმართველი ქალაქის/ თვითმმართველი თემის აღმასრულებელ ორგანოს, მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, შესაძლებელია გადაეცეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საზღვრებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე). ცესკოს მიერ გადაცემული პერსონალური მონაცემების შემცველი ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაცვისა და გაუმჟღავნებლობისათვის პასუხისმგებელია შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის ორგანო.“; დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საარჩევნო პერიოდში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ამოწმებს ამომრჩეველთა სიებს. შემოწმების შედეგებს განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა. ამ კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და მისი გამოცემის მომდევნო დღიდან, მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს განმცხადებელს.“; ე) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, საოლქო საარჩევნო კომისიის მიმართვის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს საოლქო საარჩევნო კომისიას შესაბამისი ინფორმაცია.“; ვ) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ მისი გამოცემიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-13 დღისა, უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელმაც სათანადო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ცესკოს და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. საარჩევნო კომისიებმა სათანადო ცვლილება დაუყოვნებლივ უნდა შეიტანონ ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში. 11. საუბნო საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს მისი პირველი შეკრების დღისა გადაეცემა ცესკოს მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია, ხოლო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა – დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსია (საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები). ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე) დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.“; ზ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა არჩევნების დღემდე ბოლო 12 დღის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო არჩევნების დღემდე მე-15-დან მე-12 დღემდე ცვლილება შეიტანება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.“. 17. 32-ე მუხლის: ა) 12 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა, აგრეთვე საკუთარი მონაცემების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს სპეციალურ სიებს და ამავე კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით დაუყოვნებლივ გადასცემს მათ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.“. 18. 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მხარდამჭერთა სიის ბლანკზე მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლის: ა) სახელი და გვარი; ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); გ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; დ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით); ე) ხელმოწერის თარიღი; ვ) ხელმოწერა.“. 19. 39-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 1 წლისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდება ან სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტი რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტი/წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომლის საქმიანობაც ეფუძნება შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს: ა) საქართველოს კანონმდებლობის, სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების პატივისცემა; ბ) საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლისგან თავის შეკავება; გ) პოლიტიკური მიუკერძოებლობა; დ) საარჩევნო პროცესის მონაწილეებისაგან ფინანსური დამოუკიდებლობა და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა; ე) საერთაშორისო საარჩევნო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციით აღიარებული დებულებების დაცვა.“. 20. მე-40 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. რეგისტრაციაში გატარების მიზნით საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღისა განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს და უნდა წარუდგინოს მას სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლი. თუ დამკვირვებელი (დამკვირვებელთა ჯგუფი) სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელია, მან მხოლოდ განცხადება უნდა წარადგინოს. ცესკო განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-4 დღისა, წყვეტს ამ პუნქტით განსაზღვრული ორგანიზაციის, დამკვირვებლის (დამკვირვებელთა ჯგუფის) რეგისტრაციის საკითხს.“; ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის საარჩევნო სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საარჩევნო სუბიექტად/სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებულ დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება. ამ დოკუმენტის წარუდგენლობა აღნიშნული ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.“. 21. 42-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საარჩევნო სუბიექტის (არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის) წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს მხოლოდ იმ საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში, რომელშიც მას აქვს რეგისტრაცია ამ კანონის შესაბამისად.“; ბ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი: „22. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არ შეიძლება დაინიშნოს ამავე ან სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი.“; გ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტი საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართავს ცესკოს მდივანს, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ − შესაბამისი ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს. სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი 24 საათის განმავლობაში განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.“; დ) 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი: „32. საოლქო და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების დანიშვნის შესახებ განცხადება უნდა წარედგინოს იმ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს, რომლის თავმჯდომარემაც გაატარა რეგისტრაციაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი.“. 22. 43-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი (არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე კვალიფიციური პარტია, აგრეთვე საარჩევნო ბლოკი, რომელშიც გაერთიანებულია კვალიფიციური პარტია) არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 150 ლარის ოდენობით, ხოლო ის საარჩევნო ბლოკი, რომელშიც 2 ან 2-ზე მეტი კვალიფიციური პარტიაა გაერთიანებული, დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 150 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 200 ლარის ოდენობით. ის საარჩევნო ბლოკი, რომლის შემადგენლობაშიც არ შედის არცერთი კვალიფიციური პარტია, მაგრამ მასში გაერთიანებული პარტიების მიერ ბოლო საპარლამენტო ან ბოლო მუნიციპალიტეტების ორგანოთა პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ საერთო არჩევნებში, ერთ-ერთში მაინც, მიღებული ხმების ჯამი არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3%-ია ან 3%-ზე მეტია, არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 150 ლარის ოდენობით. ერთი საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილი თანხა გაიცემა მხოლოდ ამ საარჩევნო უბანზე დანიშნულ წარმომადგენელზე (წარმომადგენლებზე).“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება შესაბამის საარჩევნო ოლქებსა და საარჩევნო უბნებში არჩევნების მეორე ტურის ჩატარების შემთხვევაში გაიცემა მხოლოდ იმ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებზე, რომელთა მიერ წარდგენილი კანდიდატებიც მონაწილეობენ არჩევნების მეორე ტურში.“; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ დაფინანსების მქონე პოლიტიკური პარტია არ დანიშნავს წარმომადგენელს საარჩევნო კომისიაში ან/და არ მოხდება თანხის სრულად ათვისება, პარტია ვალდებულია არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 15 დღის ვადაში წარუდგინოს ცესკოს წერილობითი ინფორმაცია წარმომადგენლების დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხების ათვისების შესახებ და ამავე ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება.“. 23. 44-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. განცხადება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა. განცხადებას უნდა ერთოდეს წარმომადგენლების პირადობის მოწმობების ან პასპორტების ფოტოასლები.“; გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. აკრედიტებული პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის საარჩევნო სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა პრესა/მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალება ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საარჩევნო სუბიექტად/სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებულ პრესის/მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება. ამ დოკუმენტის წარუდგენლობა შესაბამისი პრესის/მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების აკრედიტაციის გაუქმების საფუძველია.“; დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესი განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით.“. 24. 45-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე. პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ იმავე პუნქტით დადგენილი წესების დარღვევა არის ამ კანონით გათვალისწინებული წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩატარების წესების დარღვევა.“. 25. 52-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. საარჩევნო პერიოდში/სარეფერენდუმო პერიოდში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ ცესკოს ან/და მისი სატენდერო კომისიების გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადები, საჩივრის განხილვისა და მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადები და წესი განისაზღვრება ამ კანონის 77-ე მუხლით.“. 26. 56-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის: ა) 41 პუნქტი: „41. თუ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული რომელიმე პარტია არ მონაწილეობს არჩევნებში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად განაწილდება საარჩევნო ბლოკში გაერთიანებულ არჩევნებში მონაწილე პარტიებზე.“; ბ) მე-6 პუნქტი: „6. თუ პარტიამ სატელევიზიო რეკლამის განთავსებისათვის გამოყოფილი თანხა სრულად არ აითვისა, იგი ვალდებულია არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება.“. 27. 58-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, მუნიციპალიტეტის ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები (გარდა წევრობაზე დაფუძნებული და რელიგიური გაერთიანებებისა) და სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ორგანოების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ორგანიზაციები არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობას და ინვენტარს საარჩევნო კომისიებს დროებით, უსასყიდლოდ გადასცემენ. ამასთანავე, ეს ორგანოები ვალდებული არიან, დაფარონ გადაცემული შენობა-ნაგებობის კომუნალური ხარჯები.“; ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) პოლიციის ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფი.“. 28. 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოავლენს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის 2 წევრს (აუცილებლობის შემთხვევაში);“; ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) თუ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, იგი კარგავს კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ჩასატარებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის უფლებას. აღნიშნული კომისიის წევრისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე;“. 29. 63-ე მუხლის მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „19. საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენს (ბიულეტენებს) და სპეციალურ კონვერტებს გასცემს ამომრჩეველთა სიის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის შემთხვევაში.“. 30. 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში შეტანილი მისი გვარის პირველი ასო, და ამომრჩეველთა რეგისტრატორს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს. ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტში/დოკუმენტებში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობას და ამ ამომრჩევლის სახისა და წარდგენილ დოკუმენტში/დოკუმენტებში და ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათების ერთმანეთთან შესაბამისობას. შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში ამომრჩეველთა რეგისტრატორი ახორციელებს ამომრჩევლის მარკირებას და ხელს აწერს ამომრჩეველთა სიის სათანადო გრაფაში, რის შემდეგაც ამომრჩეველი ხელმოწერით ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) მიღებას. საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი ხელს აწერს მის (მათ) უკანა გვერდზე სათანადო გრაფაში და ბიულეტენს (ბიულეტენებს) სპეციალური ბეჭდით ამოწმებს;“. 31. 74-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ კანონის 72-ე და 73-ე მუხლებითა და ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული პროცედურების დარღვევით წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება და შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.“. 32. 75-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: „11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებისას საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი იმავე პუნქტით დადგენილ ვადაში გადაიღებს ჩანაწერთა წიგნების იმ გვერდების ფოტოასლებს, რომლებზედაც შესრულებულია ამ კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები, ხელმოწერითა და კომისიის ბეჭდით დაამოწმებს მათ და, საჭიროების შემთხვევაში, გადასცემს ცესკოს.“. 33. 77-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან (კენჭისყრის დღეს − კენჭისყრის დღიდან) 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს გასაჩივრების ვადის ამოწურვიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.“; ბ) 51 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 პუნქტი: „52. საარჩევნო პერიოდში/სარეფერენდუმო პერიოდში ცესკოს ან/და მისი სატენდერო კომისიების გადაწყვეტილებები მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში, რომელიც საჩივარს იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. ცესკოს ან/და მისი სატენდერო კომისიების ქმედებებთან/გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მიღებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებები მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელიც სარჩელს იხილავს მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.“; გ) მე-19 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 პუნქტი: „191. განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ინფორმაცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამოცემისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მხარეს ამ მუხლის მე-19 პუნქტით დადგენილი წესით.“. 34. 78-ე მუხლის მე-15 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „შენიშვნა: ამ პუნქტით განსაზღვრული პირი უფლებამოსილია ამავე პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე თავად მიმართოს სასამართლოს და სხვა უფლებამოსილი პირისთვის ასეთი მოთხოვნის წარდგენის თაობაზე მის მიერ წარდგენილი განცხადება/საჩივარი განხილვას არ ექვემდებარება.“. 35. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 911 მუხლი: „მუხლი 911. საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევა საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევა − გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“. 36. 104-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ცესკო კენჭისყრიდან არაუგვიანეს მე-20 დღისა თავის სხდომაზე აჯამებს არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქების მიხედვით და აფორმებს შემაჯამებელ ოქმს.“. 37. 113-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით, და საქართველოს პარლამენტში წარმომადგენლის ყოლის დამადასტურებელი საბუთი (ასეთი წარმომადგენლის ყოლის შემთხვევაში). პარტიის რეგისტრაციის მომენტისათვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების ნამდვილობის გადამოწმების/დადასტურების მიზნით, ეს სააგენტო ცესკოს უზრუნველყოფს ელექტრონული მონაცემების ბაზებზე წვდომის და გადამოწმების შესაძლებლობით.“. 38. 114-ე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვამდე საარჩევნო ბლოკიდან პარტიის (პარტიების) გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში თითოეულ მათგანს უფლება აქვს, გააგრძელოს არჩევნებში მონაწილეობა. თუ ამის გამო საარჩევნო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უქმდება საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაცია და მასში ადრე შემავალ პარტიებს უფლება ექნებათ, გააგრძელონ არჩევნებში მონაწილეობა. 11. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ საარჩევნო ბლოკიდან პარტიის გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უქმდება ამ პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია. თუ ამის გამო საარჩევნო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უქმდება საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაცია და დარჩენილი პარტია ხდება საარჩევნო ბლოკის უფლებამონაცვლე.“. 39. 115-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. თუ კანდიდატი იმავდროულად წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სააღრიცხვო ბარათთან, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლთან და ფოტოსურათთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ. ეს დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს 2-2 ეგზემპლარად, გარდა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობისა, რომელიც კომისიას 1 ეგზემპლარად წარედგინება. აღნიშნული დოკუმენტების თითო ეგზემპლარი და კომისიის მიერ დამოწმებული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის ასლი მიღებიდან 2 დღის ვადაში უნდა გადაეცეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.“. 40. 118-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) თუ გაუქმდა: გ.ა) მისი წარმდგენი პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია; გ.ბ) მისი წარმდგენი საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაცია ამ კანონის 114-ე მუხლის მე-14 პუნქტის „ა“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; გ.გ) იმ პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია, რომელიც მისი წარმდგენი საარჩევნო ბლოკის უფლებამონაცვლე იყო; გ.დ) მისი წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაცია ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე; დ) თუ პირი გარდაიცვალა;“. 41. 119-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით სათანადო პროცედურები ტარდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის შენობაში, სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. წილისყრის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ერთი და იმავე ფორმისა და სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რაოდენობის შესაბამის ნომრებს. რიგითი ნომრებისათვის ნატურალური რიცხვები (1, 2, 3 და ა. შ.) გამოიყენება. თუ რიგითი ნომრის არჩევის უფლების მქონე საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი საარჩევნო სუბიექტების რაოდენობაზე მეტია და მან ეს ნომერი დაიტოვა, უმაღლესი რიგითი ნომრის ნაცვლად ამ სუბიექტის რიგითი ნომერი დაიწერება. ყოველი ფურცელი კომისიის ბეჭდით უნდა დამოწმდეს. დამოწმების შემდეგ ცალკე გადაიდება ის რიგითი ნომრები, რომლებიც ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით იქნა არჩეული. ყველა დარჩენილი ფურცელი ისე იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს მათზე დაწერილი ნომრების წაკითხვა. ცესკოს თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ საარჩევნო რეგისტრაციის გავლის რიგითობის შესაბამისად. წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი.“. 42. 120-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს, მის წარმდგენ პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, მაგრამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 დღისა, უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, რისთვისაც განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება არჩევნების მეორე ტურზე.“; გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. პარტიას/საარჩევნო ბლოკს არ აქვს უფლება, პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს ამ სიით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობამდე. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოიხსნება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, პარტიის ხელმძღვანელი პირის/საარჩევნო ბლოკის წესდებით განსაზღვრული პირის მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის გასვლის მომდევნო დღიდან.“. 43. 132-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოდ, პარტიული სიით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, რომელმაც იმავდროულად მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენისას გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება და ამ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ვერ გაიმარჯვა, ნარკოლოგიური შემოწმების ხელმეორედ გავლას არ საჭიროებს.“. 44. 133-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგ არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, საკრებულოს, მერის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 60 დღით ადრე. 3. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები არ ტარდება. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან მე-60 დღეს.“. 45. 134-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღისთვის შეუსრულდა 21 წელი და საქართველოში უცხოვრია სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში. 2. თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში.“. 46. 142-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით. პარტიის რეგისტრაციის მომენტისათვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების ნამდვილობის გადამოწმების/დადასტურების მიზნით, ეს სააგენტო ცესკოს უზრუნველყოფს ელექტრონული მონაცემების ბაზებზე წვდომის და გადამოწმების შესაძლებლობით.“. 47. 143-ე მუხლის: ა) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) იმავე მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) მერობის კანდიდატად წარდგენის შემთხვევაში − ამ მუნიციპალიტეტის, შესაბამისი საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი.“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს ყოველი კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, 2 ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (2 ცალად), შევსების თარიღის მითითებით. სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი და თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე.“. 48. 144-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. განცხადებას უნდა ერთოდეს კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, 2 ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (2 ცალად). სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით) და რეგისტრაციის თარიღი, დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი და თანხმობა შესაბამის საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე.“. 49. 145-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი, რომელშიც მითითებულია საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი;“; ბ) მე-6 პუნქტის: ბ.ა) „ა.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ზ) კანდიდატის საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი;“; ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) თუ ერთდროულად არსებობს ან არსებობდა საკრებულოს წევრობის კანდიდატის წერილობითი თანხმობა სხვა საკრებულოს წევრობის, მერობის/გამგებლობის კანდიდატად წარდგენაზე, გარდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროპორციული წესით წარდგენილი კანდიდატის იმავე საარჩევნო სუბიექტის მიერ იმავე მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) მერობის კანდიდატად წარდგენის შემთხვევისა;“; გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, მოითხოვოს არჩევნებში იმ რიგითი ნომრით მონაწილეობა, რომელიც მას ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ჰქონდა მიკუთვნებული. ამისთვის მან ცესკოს უნდა წარუდგინოს განცხადება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა. რიგითი ნომრის არჩევის უფლება პირველად აქვს იმ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელმაც წინა საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული წესით ყველაზე მეტი ხმა მიიღო. პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი ცესკოს წარუდგენს განცხადებას იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური გაერთიანება იტოვებს წინა საპარლამენტო არჩევნებში მიკუთვნებულ რიგით ნომერს ან იღებს პირველ ნომერს. ამავე წესით რიგითი ნომრის არჩევის უფლება თანამიმდევრულად აქვთ წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით მეორე და მესამე ადგილებზე გასულ პოლიტიკურ გაერთიანებებს. მათ უფლება აქვთ, დაიტოვონ წინა საპარლამენტო არჩევნებში მიკუთვნებული რიგითი ნომერი ან აირჩიონ, შესაბამისად, მეორე ან მესამე ნომერი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რიგითი ნომერი, რომელიც მათ წინა საპარლამენტო არჩევნებში ჰქონდათ, უკვე მიეკუთვნა მათ შედეგებზე უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკურ გაერთიანებას.“; დ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში არ მონაწილეობს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო ბლოკი, მისი რიგითი ნომრით სარგებლობის უფლება ენიჭება საარჩევნო ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას. თუ იგი აირჩევს მის რიგით ნომერს ან უარს განაცხადებს საარჩევნო ბლოკის ნომრით სარგებლობაზე და ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად აირჩევს ერთ-ერთ რიგით ნომერს, საარჩევნო ბლოკის რიგითი ნომრის გამოყენების ან ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული რიგითი ნომრის არჩევის წესით სარგებლობის უფლება შესაბამისად გადაეცემა ბლოკში დასახელებულ მომდევნო პარტიას და ა. შ.. თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის შექმნილი საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში გაერთიანებული არიან ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიები, მათ საარჩევნო ბლოკის წესდებაში უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ. თუ რომელიმე პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა არ გამოიყენა ზემოაღნიშნული რიგითი ნომრით სარგებლობის უფლება, მისი რიგითი ნომერი გამოვლინდება წილისყრით, ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად.“. 50. 146-ე მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარტიას/საარჩევნო ბლოკს/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 12 დღისა გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ. 2. კანდიდატს უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 12 დღისა მოხსნას თავისი კანდიდატურა. ამისთვის მან სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.“; ბ) 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „22. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, არჩეული საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. პარტიას/საარჩევნო ბლოკს არ აქვს უფლება, პარტიულ სიაში დარჩენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს ამ სიით არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობამდე. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოიხსნება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, პარტიის ხელმძღვანელი პირის/საარჩევნო ბლოკის წესდებით განსაზღვრული პირის მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, საკრებულოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის გასვლის მომდევნო დღიდან.“. 51. 154-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, ამ კანონით დადგენილი წესით ტარდება შუალედური არჩევნები. თუ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდა, შუალედური არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა − უახლოეს მაისში. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების წელს საკრებულოს შუალედური არჩევნები არ ტარდება.“. 52. 158-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს ყოველი კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, 2 ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (2 ცალად), შევსების თარიღის მითითებით. სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტის შესახებ და თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე.“. 53. 1591 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატს უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-12 დღისა მოხსნას თავისი კანდიდატურა. ამისთვის მან სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს. 2. თბილისის საკრებულოს არჩევნებში არჩეული საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ პარტიულ სიაში დარჩენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით მოიხსნება.“. 54. 164-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ თბილისის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, ამ კანონით დადგენილი წესით ტარდება შუალედური არჩევნები. თუ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდა, შუალედური არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა − უახლოეს მაისში. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების წელს თბილისის საკრებულოს შუალედური არჩევნები არ ტარდება.“. 55. 167-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც.“; ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. კანდიდატის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის გადაწყვეტილებას მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ უნდა დაერთოს სააღრიცხვო ბარათი, რომელშიც მითითებულია კანდიდატის: ა) სახელი, გვარი; ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); გ) სქესი; დ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით); ე) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; ვ) სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა. შ. დასახელება); ზ) თანამდებობა; თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“; თ) პარტიულობა; თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“; ი) საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი; კ) თანხმობა მერად/გამგებლად კენჭისყრაზე; ლ) ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი.“; გ) მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მერობის კანდიდატის (გარდა ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატისა) თანხმობა სხვა თვითმმართველი ერთეულის მერის/გამგებლის არჩევნებში, იმავე თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელ არჩევნებში ან/და ნებისმიერი სხვა საკრებულოს არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;“. 56. 168-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარტიას/საარჩევნო ბლოკს/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 12 დღისა გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ. 2. კანდიდატს უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 12 დღისა მოხსნას თავისი კანდიდატურა. ამისთვის მან სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.“. 57. 1691 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მერის არჩევნების მეორე ტურს (ტურებს) ნიშნავს ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად. მერის არჩევნების მეორე ტური (ტურები) ტარდება პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა.“. 58. 1692 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს ცესკო განკარგულებით. არჩევნები ტარდება არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 49-ე დღისა ცესკო განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს. 2. მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ტარდება მაისში ან ოქტომბერში, ამ კანონით დადგენილი წესით. თუ მერს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ მერს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა − უახლოეს მაისში. მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების წელს მერის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება.“. 59. 175-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ რეფერენდუმის გამართვის ინიციატივა ამომრჩევლებს ეკუთვნით, იქმნება საინიციატივო ჯგუფი. საინიციატივო ჯგუფის სიაში მითითებული უნდა იყოს მისი თითოეული წევრის სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი საინიციატივო ჯგუფმა მკაფიოდ და კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბოს.“. 60. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 18515 და 18516 მუხლები: „მუხლი 18515. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში ელექტრონული საშუალებებით განაცხადების წარდგენის, საარჩევნო რეგისტრაციის/აკრედიტაციის ჩატარების, განცხადებების წარდგენისა და რეგისტრაციის წესებისა და პირობების განსაზღვრა 1. ცესკო უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებში: ა) საარჩევნო სუბიექტების, დამკვირვებელი ორგანიზაციების და მათ მიერ დანიშნული დამკვირვებლების, მედიის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა მიერ ელექტრონული საშუალებებით განაცხადების წარდგენის, საარჩევნო რეგისტრაციის/აკრედიტაციის ჩატარების წესი და პირობები; ბ) შესაბამისი პოლიტიკური პარტიების/საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ ელექტრონული საშუალებებით კომისიის წევრთა და წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები. 2. ამ მუხლით დადგენილი წესებით განსაზღვრული ქმედებების განხორციელება ნებაყოფლობითია. განმცხადებლები უფლებამოსილი არიან, იმოქმედონ ამ მუხლით ან/და ამ კანონით დადგენილი შესაბამისი წესების მიხედვით. მუხლი 18516. გარდამავალ პერიოდში ცესკოს მიერ გარკვეულ მოქმედებათა ელექტრონული საშუალებებით განხორციელება 1. ცესკო უფლებამოსილია მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე არჩევნების ან/და საქართველოს პარლამენტის/საკრებულოს შუალედური არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ამ არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების, დამკვირვებელი ორგანიზაციების, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა რეგისტრაცია, პარტიების მიერ საარჩევნო კომისიებში კომისიის წევრთა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დანიშვნა და ხმის დათვლისა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები ელექტრონული საშუალებებით განახორციელოს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული საშუალებების გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, მე-5 პუნქტისა, მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, მე-9 პუნქტისა და მე-13 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-5 პუნქტი, მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-9 პუნქტი და მე-13 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ყველა სახის ოქმის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი წესით გამოქვეყნების მომდევნო დღიდან. |
ქუთაისი, 26 ივლისი 2017 წ. N1274-რს |
დოკუმენტის კომენტარები