დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბერის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/07/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.22.026.016502 |
|
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებაში (ვებგვერდი, 16/12/2016; სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016445) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-3 მუხლის „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ხ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთიანი ფინანსური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელების უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულება, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება, ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორი წარმართვა კომპეტენციის ფარგლებში.“. 2. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ბუღალტრული აღრიცხვის სამსახური;“; ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ბუღალტრული აღრიცხვის სამსახური: ა.ა) უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთიანი ფინანსური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელებას; ა.ბ) ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულებას; ა.გ) უზრუნველყოფს ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზებას; ა.დ) ახორციელებს ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორად წარმართვას; ა.ე) უზრუნველყოფს სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და დაფინანსების სწორ, დროულ ასახვას შესაბამის პირველად დოკუმენტებში; ა.ვ) უზრუნველყოფს ხარჯების გაწევის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებას; ა.ზ) ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართული სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადებას და შესაბამისი ფინანსური ოპერაციების წარმოებას; ა.თ) უზრუნველყოფს ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობასა და შესაბამისი გათვლების წარმოებას; ა.ი) ახორციელებს ქვედანაყოფის შესაბამის ფულად უზრუნველყოფას და სალარო ოპერაციების წარმოებას; ა.კ) უზრუნველყოფს ანგარიშგების (რეპორტის) მომზადებას და დადგენილ ვადებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში წარდგენას; ა.ლ) ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის წინაშე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-14 დღეს.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები