დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/07/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.105.016333 |
|
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ივლისის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/07/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016263) შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 5. გამგეობის პოლიტიკური თანამდებობის პირები და პროფესიული საჯარო მოხელეები 1. გამგეობის პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან: ა) გამგებელი; ბ) გამგებლის პირველი მოადგილე; გ) გამგებლის მოადგილეები. 2. გამგეობის პროფესიული საჯარო მოხელეები არიან: ა) I რანგის – პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი, შემდგომში გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები; ბ) II რანგის – მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი შემდგომში გამგეობის სტრუქტურული ერთეულის -- განყოფილების უფროსი; გ) III რანგის – I, II და III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; დ) IV რანგის – I, II, და III კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი. 3. გამგეობის თანამდებობის პირების რაოდენობა (გამგებლის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 13-ს. 4. გამგეობის პოლიტიკური თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა-გადაყენების, დანიშვნა-გათავისუფლების და საქმიანობის წესი განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები