დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/07/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.105.016332 |
|
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი www.matsne.gov.ge.18/07/2014წ, სარეგისტრაციო კოდი:010250050.35.105.016148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1. საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატის სტატუსი 1. საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის-საკრებულოს აპარატი (შემდგომში-,,აპარატი“) იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 4. აპარატის სტრუქტურის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა აპარატის სტრუქტურას საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით განსაზღვრავს დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი (შემდგომში – ,,აპარატის უფროსი“). აპარატის სტრუქტურას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საკრებულოს საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით. მუხლი 5. აპარატის შემადგენლობა 1. აპარატი შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულებისაგან-განყოფილებებისაგან (შემდგომში – ,,განყოფილებები“). ესენია: ა) საქმისწარმოებისა და იურიდიულ საკითხთა განყოფილება; ბ) საფინანსო, მატერიალურ და ტექნიკურ საკითხთა განყოფილება; გ) საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის განყოფილება. 2. აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებია: აპარატის უფროსი, განყოფილების უფროსები, უფროსი სპეციალისტები და უმცროსი სპეციალისტები;“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,აპარატის მეორად სტრუქტურულ ერთეულთა ფუნქციები“ 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-აპარატის უფროსი 1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.“. 5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 10. დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი – განყოფილების უფროსი 1. დაწესებულების მეორად სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს – უფროსი, რომელსაც აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები