„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 334
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.020043
334
07/07/2017
ვებგვერდი, 10/07/2017
010240030.10.003.020043
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №334

2017 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016  წლის 11 თებერვლის  №70 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/02/2016, 010240030.10.003.019134) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-4 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ქვეყნის ბრენდის განვითარების დეპარტამენტი;“.

3. მე-7 მუხლის „ვ“-„ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახური − აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებებზე (BIT) მუშაობა; აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობაში მყოფ ბიზნესოპერატორებთან საკონსულტაციო ურთიერთობების წარმართვა, მათი საჭიროებებისა და პრობლემების იდენტიფიცირება და კომპეტენციის შესაბამისად რეაგირება; აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობით დაინტერესებული ბიზნესოპერატორებისთვის საინფორმაციო მომსახურების გაწევა, სავაჭრო შეღავათების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ჩათვლით; ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ოპტიმალურად გამოყენებისა და გაფართოების მიზნით, აზია-აფრიკის რეგიონისა და სხვა ქვეყნების ადგილობრივი ბაზრების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; კომპანიების დახმარება აზია-აფრიკის რეგიონისა და სხვა ქვეყნების მარკეტინგულ კომპანიებსა და ბიზნესოპერატორებთან კონტაქტების დამყარების მიზნით; აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებში ექსპორტიორების შესახებ ინფორმაციის მოგროვება, აღრიცხვა და მათი კატეგორიზაცია სფეროს, ზომისა და სხვა საჭირო მახასიათებლების მიხედვით; აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან სახელშეკრულებო ბაზის შემდგომი სრულყოფისა და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით,  წინადადებების შემუშავება და დასკვნების მომზადება; აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომების ორგანიზება, კომისიის სხდომის ოქმით განსაზღვრული საკითხების მომზადება და შემდგომში მათი შესრულების მონიტორინგი; საქართველოსა და აზია-აფრიკის რეგიონისა და სხვა ქვეყნების დელეგაციების ურთიერთვიზიტებისათვის სასაუბროების მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობა დიპლომატიურ კორპუსთან, სხვადასხვა სამინისტროებსა და უწყებებთან;

ზ) ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახური − ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებებზე (BIT) მუშაობა; ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობაში მყოფ ბიზნესოპერატორებთან საკონსულტაციო ურთიერთობების წარმართვა, მათი საჭიროებებისა და პრობლემების იდენტიფიცირება და კომპეტენციის შესაბამისად რეაგირება; ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობით დაინტერესებული ბიზნესოპერატორებისთვის საინფორმაციო მომსახურების გაწევა, სავაჭრო შეღავათების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ჩათვლით; ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ოპტიმალურად გამოყენებისა და გაფართოების მიზნით, ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნების ადგილობრივი ბაზრების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; კომპანიების დახმარება ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნების მარკეტინგულ კომპანიებსა და ბიზნესოპერატორებთან კონტაქტების დამყარების მიზნით; ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებში ექსპორტიორების შესახებ ინფორმაციის მოგროვება, აღრიცხვა და მათი კატეგორიზაცია სფეროს, ზომისა და სხვა საჭირო მახასიათებლების მიხედვით; ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებთან სახელშეკრულებო ბაზის შემდგომი სრულყოფისა და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, წინადადებების შემუშავება და დასკვნების მომზადება; ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომების ორგანიზება, კომისიის სხდომის ოქმით განსაზღვრული საკითხების მომზადება და შემდგომში მათი შესრულების მონიტორინგი; საქართველოსა და ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნების დელეგაციების ურთიერთვიზიტებისათვის სასაუბროების მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობა დიპლომატიურ კორპუსთან, სხვადასხვა სამინისტროებსა და უწყებებთან;

თ) მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახური − მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებებზე (BIT) მუშაობა; მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობაში მყოფ ბიზნესოპერატორებთან საკონსულტაციო ურთიერთობების წარმართვა, მათი საჭიროებებისა და პრობლემების იდენტიფიცირება და კომპეტენციის შესაბამისად რეაგირება; მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობით დაინტერესებული ბიზნესოპერატორებისთვის საინფორმაციო მომსახურების გაწევა, სავაჭრო შეღავათების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ჩათვლით; ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ოპტიმალურად გამოყენებისა და გაფართოების მიზნით, მეზობელი ქვეყნებისა და რეგიონის სხვა ქვეყნების ადგილობრივი ბაზრების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; კომპანიების დახმარება მეზობელი ქვეყნებისა და რეგიონის სხვა ქვეყნების მარკეტინგულ კომპანიებსა და ბიზნესოპერატორებთან კონტაქტების დამყარების მიზნით; მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში ექსპორტიორების შესახებ ინფორმაციის მოგროვება, აღრიცხვა და მათი კატეგორიზაცია სფეროს, ზომისა და სხვა საჭირო მახასიათებლების მიხედვით; მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან სახელშეკრულებო ბაზის შემდგომი სრულყოფისა და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, წინადადებების შემუშავება და დასკვნების მომზადება; მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომების ორგანიზება, კომისიის სხდომის ოქმით განსაზღვრული საკითხების მომზადება და შემდგომში მათი შესრულების მონიტორინგი; საქართველოსა და მეზობელი ქვეყნებისა და რეგიონის სხვა ქვეყნების დელეგაციების ურთიერთვიზიტებისათვის სასაუბროების მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობა დიპლომატიურ კორპუსთან, სხვადასხვა სამინისტროებსა და უწყებებთან;

ი) ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახური − ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნებთან ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებებზე (BIT) მუშაობა; ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობაში მყოფ ბიზნესოპერატორებთან საკონსულტაციო ურთიერთობების წარმართვა, მათი საჭიროებებისა და პრობლემების იდენტიფიცირება და კომპეტენციის შესაბამისად რეაგირება; ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნებთან ვაჭრობით დაინტერესებული ბიზნესოპერატორებისთვის საინფორმაციო მომსახურების გაწევა, სავაჭრო შეღავათების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ჩათვლით; ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ოპტიმალურად გამოყენებისა და გაფართოების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნების ადგილობრივი ბაზრების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; კომპანიების დახმარება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნების მარკეტინგულ კომპანიებსა და ბიზნესოპერატორებთან კონტაქტების დამყარების მიზნით; ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნებში ექსპორტიორების შესახებ ინფორმაციის მოგროვება, აღრიცხვა და მათი კატეგორიზაცია სფეროს, ზომისა და სხვა საჭირო მახასიათებლების მიხედვით; ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნებთან სახელშეკრულებო ბაზის შემდგომი სრულყოფისა და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით,  წინადადებების შემუშავება და დასკვნების მომზადება; ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნებთან ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომების ორგანიზება, კომისიის სხდომის ოქმით განსაზღვრული საკითხების მომზადება და შემდგომში მათი შესრულების მონიტორინგი; საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნების დელეგაციების ურთიერთვიზიტებისათვის სასაუბროების მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობა დიპლომატიურ კორპუსთან, სხვადასხვა სამინისტროებსა და უწყებებთან;“.

4. მე-7 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-7 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ო) ქვეყნის ბრენდის განვითარების დეპარტამენტი − ქვეყნის ბრენდის თანმიმდევრული განვითარება; პოტენციური პარტნიორებისა და ინვესტორებისათვის ქვეყნის რეპუტაციის ამაღლების ხელშეწყობა; ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად საჭირო არხების განსაზღვრა, მოლაპარაკებების წარმოება; ბრენდის უწყვეტი კომუნიკაცია დაგეგმილი ინტენსივობითა და შეთანხმებული ფორმით; ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ფორუმების, კონფერენციებისა და გამოფენების ორგანიზების უზრუნველყოფა/ განხორციელება. ქვეყნის რეპუტაციაზე უარყოფითად მოქმედი ფაქტორების შესახებ ინფორმაციის უწყვეტი მოგროვება და მათი ანალიზი;“.  

მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2017 წლის 2 აგვისტოდან.


პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი