„საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს №199 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 330
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.020039
330
07/07/2017
ვებგვერდი, 11/07/2017
010240010.10.003.020039
„საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს №199 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №330

2017 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს №199 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული   აქტების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს №199 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/08/2013, 010240010.10.003.017366) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმაში (დანართი 1.1):

1. მე-4 პუნქტის – „შრომის ბაზრის კვლევების ინსტიტუციონალიზაცია და ინფორმაციული ბაზის შექმნა/განვითარების“ 4.8 ქვეაქტივობის – „შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევის ინსტიტუციონალიზაციის“:

ა) პასუხისმგებელი ორგანიზაცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სემგს, საქსტატი“;

ბ) მხარდამჭერი ორგანიზაციები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სშჯსდს, სგმს, სოციალური პარტნიორები“;

გ) მოსალოდნელი შედეგები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მომზადებულია კვლევის მეთოდოლოგიური ჩარჩო, ინსტრუმენტები და შესწავლილია დამსაქმებლების მოთხოვნა ადამიანურ კაპიტალთან დაკავშირებით“;

დ) შედეგის დადგომის ინდიკატორები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„განხორციელებული კვლევა მეთოდოლოგიური ჩარჩოს მიხედვით“.

2. მე-4 პუნქტის – „შრომის ბაზრის კვლევების ინსტიტუციონალიზაცია და ინფორმაციული ბაზის შექმნა/განვითარების“:

ა) 4.10 ქვეაქტივობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის (LMIS) დანერგვა და განვითარება“;

ბ) პასუხისმგებელი ორგანიზაცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სემგს“;

გ) მხარდამჭერი ორგანიზაციები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სშჯსდს, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, სგმს, საქსტატი, სრგის, სსმს, სფს,  სოციალური პარტნიორები,  ევროპის სასწავლო ფონდი, სსიპ – საჯარო სამსახურის ბიურო, დასაქმების კერძო სააგენტოები“;

დ) მოსალოდნელი შედეგები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შექმნილია საჯარო ვებპორტალი და სისტემაში გამოქვეყნებული ინფორმაცია ადვილად გასაგები და ხელმისაწვდომია მომხმარებლისათვის“;

ე) შედეგის დადგომის ინდიკატორები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სისტემაში გამოქვეყნებული ცვლადები, შექმნილი ფუნქციონალები და აპლიკაციები“.

3.  მე-4 პუნქტის: „შრომის ბაზრის კვლევების ინსტიტუციონალიზაცია და ინფორმაციული ბაზის შექმნა/განვითარება“:

ა) 4.11 ქვეაქტივობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჭიროებიდან გამომდინარე, დამატებითი კვლევების ჩატარება“;

ბ) პასუხისმგებელი ორგანიზაცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სემგს, საქსტატი“;

გ) მხარდამჭერი ორგანიზაციები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სშჯსდს, სგმს, სსმს, სსასს, სფს, სრგის, სოციალური პარტნიორები, დონორები“;

დ) მოსალოდნელი შედეგები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შევსებულია ინფორმაციული დანაკლისი და იდენტიფიცირებულია საკითხის ირგვლივ არსებული გამოწვევები“;

ე) შედეგის დადგომის ინდიკატორები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მოპოვებული თვისებრივი და რაოდენობრივი ინფორმაცია, იდენტიფიცირებული პრობლემები და მომზადებული რეკომენდაციები“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი