დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 იანვრის №97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 328 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 07/07/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 29/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020010.10.003.020037 |
|
„საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 იანვრის №97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 იანვრის №97 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/01/2014, 190020010.10.003.017716) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხისა და ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“. 2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 272 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: 1. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს 6-ზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს, ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 32 ერთეულით (გარდა სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს, სადაც ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 31 ერთეულით, №2 დანართის შესაბამისად, ასევე გარდა სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს, სადაც ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 33 ერთეულით, №1 დანართით გათვალისწინებული შენიშვნის შესაბამისად) და დამტკიცდეს ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა და ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოები №1 დანართის შესაბამისად. 2. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს 6 და 6-ზე ნაკლები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს, ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 31 ერთეულით (გარდა სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელის, ხაშურისა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს, სადაც ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 32 ერთეულით, №2 დანართით გათვალისწინებული შენიშვნის შესაბამისად) და დამტკიცდეს ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა და ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოები №2 დანართის შესაბამისად.“. 3. პირველი მუხლით დამტკიცებული №1 და №2 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დანართი №1
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა და ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოები
დანართი №2 სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა და ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოები
|
დოკუმენტის კომენტარები