საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1195-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 040000000.05.001.018549
1195-IIს
30/06/2017
ვებგვერდი, 14/07/2017
040000000.05.001.018549
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 5806 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიზინგის გამცემის მოთხოვნა ამ კოდექსის 5807 მუხლით გათვალისწინებული ლიზინგის საგნის მისთვის მფლობელობაში დაბრუნების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 5807 და 5808 მუხლები:

„მუხლი 5807. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების ლიზინგის გამცემისთვის მფლობელობაში დაბრუნება

1. ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, მოითხოვოს ლიზინგის საგნის იძულების წესით მისთვის მფლობელობაში დაბრუნება სააღსრულებო დაწესებულებისთვის ლიზინგის მოწმობის წარდგენის საფუძველზე, სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე, თუ ლიზინგის საგანია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალება ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება.

2. სააღსრულებო დაწესებულების მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ლიზინგის საგნის ლიზინგის გამცემისთვის დაბრუნება ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. ლიზინგის მოწმობის გასაჩივრება არ იწვევს მისი აღსრულების შეჩერებას.

4. ლიზინგის გამცემი, რომელსაც ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მფლობელობაში დაუბრუნდა ლიზინგის საგანი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ლიზინგის საგნის რეგისტრაცია.

5. ლიზინგის გამცემისთვის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ლიზინგის საგნის იძულების წესით მფლობელობაში დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯები ლიზინგის მიმღებს ეკისრება.

მუხლი 5808. ლიზინგის მოწმობა

1. საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაციის არსებობისას ლიზინგის გამცემის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ლიზინგის მიმღების მიერ ამ კოდექსის 5806 მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ლიზინგის გამცემის განცხადების საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გასცემს ლიზინგის მოწმობას.

2. ლიზინგის მოწმობა არის აღსრულების ქვემდებარე აქტი, რომლითაც დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაციის ფაქტი და რომლის საფუძველზედაც ლიზინგის გამცემს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვს, უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) მოსთხოვოს ლიზინგის საგნის მისთვის მფლობელობაში დაბრუნება.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის ლიზინგის გამცემის მიერ წარდგენილი ლიზინგის მოწმობის გაცემის მოთხოვნის მართლზომიერებისათვის პასუხისმგებელია ლიზინგის გამცემი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ნოემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 ივნისი 2017 წ.

N1195-IIს