საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1232-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010190020.04.001.016201
1232-რს
26/07/2017
ვებგვერდი, 29/07/2017
010190020.04.001.016201
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) მერობის კანდიდატი – მერის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე;“;

ბ) „ჭ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჭ1) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – მერი;“.

3. მე-3 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ბ) საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის საკრებულოს წევრს, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერს ამომრჩევლები ირჩევენ უშუალოდ;“.

4. მე-19 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. აკრძალულია საოლქო საარჩევნო კომისიის იმავე შენობაში განთავსება, რომელშიც მდებარეობს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო ან მერია, პარტია, სასამართლო, პოლიციის დანაყოფი ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფი.“.

5. 21-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგის გათვალისწინებით ადგენს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნების, საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა) და თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა)/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების დროს, რის თაობაზედაც დგება საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;“.

6. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს, პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს, აგრეთვე პარტიულ სიებს და მერობის კანდიდატებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისა);“;

ბ) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საკრებულოს წევრს (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრისა), მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მის უფლებამონაცვლეს, აგრეთვე მერს (გარდა ქალაქ თბილისის მერისა);

თ) ცესკოს გადასცემს საკრებულოს წევრად არჩეულ პირთა, აგრეთვე მერის უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციასა და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საარჩევნო საბუთებს;“.

7. 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს თავმჯდომარე, მერი და მათი მოადგილეები;“.

8. 32-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, თვითმმართველი ქალაქის (მათ შორის, ქალაქ თბილისის)/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების დროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურე, რომელიც კენჭისყრის დღეს განთავსებულია:

ა) შესაბამისი დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისათვის მუდმივი წესით, არჩევნების დღემდე არანაკლებ 6 თვით და არჩევნების დღიდან სულ მცირე 6 თვით ან მეტი ვადით, მონაწილეობს საკრებულოს როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებსა და მერის არჩევნებში;

ბ) მუდმივი დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისათვის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულზე ნაკლები ვადით, მონაწილეობს საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, ხოლო მერის არჩევნებსა და საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში იგი მონაწილეობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი დისლოკაციის ადგილი იმ საარჩევნო ოლქის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია, რომელშიც ის არის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.“.

9. 56-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს ან მეტს, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 1 000 000 ლარს არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად. საარჩევნო სუბიექტი, რომელიც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების საერთო არჩევნებში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3%-ს ან მეტს (ხმათა ეს რაოდენობა გამოიანგარიშება მთელ ქვეყანაში პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით), საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 500 000 ლარს საკრებულოს/მერის არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად. აღნიშნული საარჩევნო სუბიექტები ასეთ დაფინანსებას მიიღებენ საარჩევნო კამპანიის დროს გაწეული ხარჯების თაობაზე წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ამ კანონის 57-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის წარდგენის შემდეგ.“.

10. 63-ე მუხლის მე-12 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნების დროს – არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის რიგითი ნომერი და სახელწოდება; საქართველოს პრეზიდენტის, თვითმმართველი ქალაქის (მათ შორის, ქალაქ თბილისის)/თვითმმართველი თემის მერის და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების დროს – კანდიდატის რიგითი ნომერი, გვარი, სახელი, წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება. თუ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ან მაჟორიტარი კანდიდატი წარდგენილია ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, საარჩევნო ბიულეტენში რიგითი ნომრის გასწვრივ მიეთითება „დამოუკიდებელი“;“.

11. 71-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს პარლამენტის არჩევნების და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დროს დგება 2 შემაჯამებელი ოქმი. ერთი ოქმი დგება პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების, ხოლო მეორე ოქმი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით. საქართველოს პრეზიდენტის, თვითმმართველი ქალაქის (მათ შორის, ქალაქ თბილისის)/თვითმმართველი თემის მერის და შუალედური არჩევნების დროს დგება 1 შემაჯამებელი ოქმი.“.

12. 75-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-11 დღისა აჯამებს რეფერენდუმის, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების, საქართველოს პარლამენტის არჩევნების, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და მერის არჩევნების შედეგებს, ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და მერის არჩევნების შედეგებს და საარჩევნო ოლქში გამართული კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელ ოქმებს, რომლებსაც არაუგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს ცესკოს.“.

13. 78-ე მუხლის:

ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სიის, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატების, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის, მერობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ:

ა) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, მაჟორიტარ კანდიდატს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დროს), ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დროს), თუ ცესკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სია, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები, საკრებულოს არჩევნების დროს პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სია, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები, თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა)/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების დროს პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატები, ან/და ამ საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა გააუქმეს მათი რეგისტრაცია;

ბ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დროს), დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ ცესკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ ცესკოს თავმჯდომარემ პარტიული/საარჩევნო ბლოკის სია, პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გაატარა, აგრეთვე თუ პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ მოთხოვნებს ან მათი ეს მოთხოვნები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დაკმაყოფილდა;

გ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დროს), დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პარტიული/საარჩევნო ბლოკის სია, მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა)/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატები რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გაატარა, აგრეთვე თუ მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ მოთხოვნებს ან მათი ეს მოთხოვნები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დაკმაყოფილდა.“;

ბ) მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს), მაჟორიტარ კანდიდატს, მერობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ სარჩელი საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას ეხება.“;

გ) 21-ე–23-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არცნობის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, მაჟორიტარ კანდიდატს, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

22. არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად გამოცხადების შესახებ ცესკოს განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დროს), ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (თუ საქმე საარჩევნო ოლქს ეხება), მაჟორიტარ კანდიდატს, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

23. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ცესკოს შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში, მაჟორიტარ კანდიდატს, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.“.

14. 991 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მერი;“.

15. 112-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მერი;“.

16. 133-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების დანიშვნა“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება შესაბამისი ბოლო არჩევნებიდან სრული 3 წლის გასვლის შემდეგ, მე-4 წლის ოქტომბერში.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით არაუგვიანეს არჩევნების დანიშვნის მომდევნო დღისა.“.

17. 134-ე მუხლის მე-3–მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი ან თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერი.

4. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში აქტიური საარჩევნო უფლების საფუძველზე მონაწილეობენ შესაბამისი საარჩევნო ოლქისა და ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ამომრჩევლები.

5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში აქტიური საარჩევნო უფლების საფუძველზე მონაწილეობენ ამ კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით.

6. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში არ მონაწილეობენ არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს საზღვრების გარეთ მუდმივად მცხოვრები ამომრჩევლები, აგრეთვე არჩევნების დღეს საქართველოს საზღვრების გარეთ დროებით მყოფი ამომრჩევლები.“.

18. 135-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის უფლებამოსილებათა ვადები“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მორიგ არჩევნებში არჩეული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.“;

  გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველი მერის უფლებამოსილება წყდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან (მერის არჩეულად გამოცხადებიდან) მე-11 დღეს.

5. თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან (მერის არჩეულად გამოცხადებიდან) მე-11 დღეს.“.

19. 136-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატის, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობა“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატად, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილება უწყდებათ:

ა) საქართველოს პრეზიდენტს;

ბ) საქართველოს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრებს, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს;

გ) ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრს;

დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს;

ე) გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს;

ვ) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს;

ზ) სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს და მის მოადგილეს;

თ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრებს;

ი) მოსამართლეს;

კ) საქართველოს სახალხო დამცველს და მის მოადგილეს;

ლ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრს (რომელიც არ არის საქართველოს პარლამენტის წევრი);

მ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს;

ნ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და სხვა ეროვნული მარეგულირებელი კომისიების წევრებს;

ო) საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსს და მის მოადგილეს;

პ) პროკურორს, მის მოადგილეს და თანაშემწეს, გამომძიებელს.“.

20. 137-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის  მერის არჩევნებისათვის ყოველი დამოუკიდებელი თვითმმართველი ერთეული ერთი საარჩევნო ოლქია.“.

21. 140-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 140. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობა

1. თვითმმართველი თემის საკრებულო შედგება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისა და შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა თემიდან და ქალაქიდან, რომლებიც შედის ამ თვითმმართველი თემის შემადგენლობაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული თითო წევრისაგან. თვითმმართველი თემის  ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 4 000-ზე მეტია, მაგრამ 10 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს 2 წევრი. თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 10 000-ზე მეტია, მაგრამ  20 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს 3 წევრი. თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 20 000-ზე მეტია, მაგრამ 35 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს 4 წევრი. თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 35 000-ზე მეტია, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს 5 წევრი.

2. თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა) საკრებულო შედგება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 10 წევრისაგან.“.

22. 141მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1411. მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის გარანტიები

დამსაქმებელს უფლება არა აქვს, შეზღუდოს დასაქმებულის უფლება, მონაწილეობა მიიღოს კანდიდატად მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში, გახდეს საკრებულოს წევრი, მერი. შრომითი ხელშეკრულება, რომელიც შეიცავს შეთანხმებას აღნიშნული საფუძვლით დასაქმებულის უფლების შეზღუდვის შესახებ, ბათილია. აკრძალულია ზემოაღნიშნული საფუძვლით პირის სამსახურიდან გათავისუფლება, დაბალხელფასიან სამუშაოზე გადაყვანა და სხვაგვარი დისკრიმინაცია.“.

23. 145-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) თუ ერთდროულად არსებობს ან არსებობდა საკრებულოს წევრობის კანდიდატის წერილობითი თანხმობა სხვა საკრებულოს წევრობის, მერობის კანდიდატად წარდგენაზე;“.

24. 157-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თბილისის საკრებულოს არჩევნებში კანდიდატად წარდგენილი პირი არ შეიძლება იმავდროულად წარდგენილი იყოს ქალაქ თბილისის მერის, სხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერის არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობისათვის.“.

25. XVIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები“.

26. 165-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 165. თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები

1. თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების ჩატარებისას გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.“.

27. 166-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერის არჩევნებისათვის მუნიციპალიტეტი ერთი საარჩევნო ოლქია.“.

28. 167-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მერობის კანდიდატის რეგისტრაცია და რიგითი ნომრის განსაზღვრა“;

ბ) 21–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა მერობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ ამ კანონის 142-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ პარტიას/საარჩევნო ბლოკს, აგრეთვე ამ კანონის 141-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს.

3. მერობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობა განისაზღვრება ამ კანონის 136-ე მუხლით. მერობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობაზე არ ვრცელდება ამ კანონის 117-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.

4. პარტია/საარჩევნო ბლოკი/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი მერობის კანდიდატის რეგისტრაციისათვის საბუთებს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგენს. გამონაკლისია ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი, რომლის საბუთებიც ცესკოს წარედგინება. მერობის კანდიდატის რეგისტრაციისათვის წარდგენილ საბუთებს ამოწმებს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც საბუთების წარდგენიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 28-ე დღისა:

ა) საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს მერობის კანდიდატს, თუ კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) მერობის კანდიდატის წარმდგენი პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს წერილობით აცნობებს კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ ასეთი შეუსაბამობა არსებობს; პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საბუთების სრულყოფისთვის 2 დღე ეძლევა.“;

გ) მე-6–მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს მერობის კანდიდატს, ხოლო შეუსაბამობის შემთხვევაში იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მისთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და კანონის ის ნორმები, რომელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება კანდიდატის წარმდგენ საარჩევნო სუბიექტს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

7. მერობის კანდიდატის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მას გადასცემს კანდიდატის მოწმობას.

8. მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში გატარდება, თუ წარდგენილია:

ა) კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი;

ბ) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია ხელმძღვანელ პირთა ხელმოწერებით;

1) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია პარტიის/საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი პირის (პირების), ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრთა ხელმოწერებით;

გ) ორი ფოტოსურათი;

დ) კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.“;

დ) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ამ მუხლის მე-4–მე-6 პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, ქალაქ თბილისის მერის არჩევნების დროს კი – ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით – ამ პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში, ან სასამართლოს გადაწყვეტილებით – ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიისათვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დაკმაყოფილებული არ არის ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ, თუ:

ა) განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები არასრულია ან არასწორია;

ბ) ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მერობის კანდიდატის თანხმობა სხვა მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში ან/და ნებისმიერი საკრებულოს არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;

გ) დარღვეულია ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები;

დ) დარღვეულია ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის ან/და 48-ე მუხლის მოთხოვნები.

11. მერობის კანდიდატს მისი წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი მიეკუთვნება. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის რიგითი ნომერი განისაზღვრება ამ კანონის 119-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით.“.

29. 168-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პირის მერობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება“.

30. 169-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 169. მერის არჩევნების შედეგების შეჯამება

1. მერის არჩევნების შედეგებს ადგენს და აჯამებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო ქალაქ თბილისის მერის არჩევნების შედეგებს აჯამებენ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები და ადგენს ცესკო.

2. მერის არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი მიიღო. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენები.“.

31. 169მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მერის არჩევნების მეორე ტური და ხელახალი არჩევნები“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ მერის არჩევნებში კანდიდატმა ვერ მიიღო ამ კანონის 169-ე მუხლით განსაზღვრული ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. თუ ორზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა, ან ერთი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღო, არჩევნების მეორე ტურში ყველა ეს კანდიდატი მონაწილეობს.“.

32. 1692 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მერის რიგგარეშე არჩევნები“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რიგგარეშე არჩევნებში მერი აირჩევა შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.“;

გ) 41 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პარტია/საარჩევნო ბლოკი, აგრეთვე პარტია, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა მუნიციპალიტეტის ორგანოთა ბოლო არჩევნებში მონაწილეობისათვის, განცხადებით მიმართავს ცესკოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა. იმავე ვადაში ცესკოს განცხადებით მიმართავს პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი განცხადებით მიმართავს შესაბამის საარჩევნო კომისიას. ასეთ პარტიას განცხადების მიღებისთანავე ცესკო გადასცემს პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს შესაბამისი საარჩევნო კომისია გადასცემს მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატის მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად.

5. პარტია, რომლის რეგისტრაციაც, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, პარტიის მხარდამჭერთა სიის წარდგენას საჭიროებს, აგრეთვე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ვალდებულია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა, შესაბამისად, ცესკოს ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგინოს მერის არჩევნებში პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის მონაწილეობის მხარდამჭერი ამომრჩევლების სია.“.

33. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 18513 და 18514 მუხლები:

„მუხლი 18513. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში იმ ამომრჩევლის მონაწილეობის წესი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე 

1. ამომრჩეველი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობისათვის ვალდებულია 2017 წლის 15 სექტემბრამდე გამოცხადდეს სააგენტოში და გაიაროს რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მხოლოდ მიუთითოს თავისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და გადაიღოს ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში. ამომრჩეველი, რომელიც გაივლის რეგისტრაციას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, თავისუფლდება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და ფოტოსურათის გადაღებისათვის დადგენილი მომსახურებების საფასურების (გარდა დაჩქარებული მომსახურების საფასურისა) გადახდისაგან, თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის გავლის მოთხოვნასთან ერთად პირადობის მოწმობის გაცემის მოთხოვნის წარდგენა, ხოლო ამომრჩეველი, რომელიც მხოლოდ მიუთითებს თავის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს და არ გაივლის რეგისტრაციას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, თავისუფლდება ფოტოსურათის გადაღებისათვის დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდისაგან და მასზე არ გაიცემა პირადობის მოწმობა. ამომრჩეველი არ თავისუფლდება საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისათვის დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდისაგან, თუ იგი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოიხსნა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის ან დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის გამო.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ამომრჩეველი, რომელიც 2017 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით გაივლის რეგისტრაციას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მიუთითებს თავის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს, თავისუფლდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 185-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის იმავე მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან.

მუხლი 18514. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისათვის ზოგიერთი ღონისძიების განხორციელება

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისათვის:

ა) ცესკომ 2017 წლის 1 აგვისტომდე  უზრუნველყოს საარჩევნო ოლქების შექმნა, მათი საზღვრების დადგენა ან/და  ცვლილებების განხორციელება და შესაბამისი ინფორმაციის თავის ვებგვერდზე გამოქვეყნება;

ბ) ცესკომ 2017 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს ქალაქ თბილისისა და სხვა თვითმმართველი ქალაქების ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენა ან/და ცვლილებების განხორციელება და შესაბამისი ინფორმაციის თავის ვებგვერდზე გამოქვეყნება;

გ) საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2017 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყონ ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნა ან/და ცვლილებების განხორციელება, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისას საარჩევნო კომისიების მიერ განსაზღვრული ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების, 2017 წელს განხორციელებული თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ცვლილებების და ამ კანონის 140-ე მუხლით დადგენილი ოდენობების გათვალისწინებით;

დ) საარჩევნო უბნები შეიქმნას ან/და ცვლილებები განხორციელდეს არაუგვიანეს 2017 წლის 1 აგვისტოსი;

ე) თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრებში ამომრჩეველთა რაოდენობა განისაზღვრება 2017 წლის 15 ივლისის მდგომარეობით.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-20 და 22-ე–32-ე პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის  პირველი–მე-20 და 22-ე–32-ე პუნქტები  ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

26 ივლისი 2017 წ.

N1232-რს