„საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ამ დოკუმენტების ფორმებისა და ნიმუშების დამტკიცების შესახებ” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 მაისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/07/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016270
12
07/07/2017
ვებგვერდი, 11/07/2017
010250050.35.165.016270
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ამ დოკუმენტების ფორმებისა და ნიმუშების დამტკიცების შესახებ” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 მაისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
 
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2017 წლის 7 ივლისი

ქ. საგარეჯო

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ამ დოკუმენტების ფორმებისა და ნიმუშების დამტკიცების შესახებ” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 მაისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ამ დოკუმენტების ფორმებისა და ნიმუშების დამტკიცების შესახებ” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 მაისის №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2017, 010250050.35.165.016264)  შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე  მუხლის მეორე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ საქართველოს კანონის 240-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-8 და მე-9 მუხლების და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 02 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მეორე პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს.“;

ბ) ამოღებულ იქნეს დადგენილების  დანართი №1-ის  მეორე თავის  მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 და  მე-13 მუხლები.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეფრიდონ ბურდული