„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/07/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/07/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 02/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016235
22
07/07/2017
ვებგვერდი, 12/07/2017
010250020.35.129.016235
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
 
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №22

2017 წლის 7 ივლისი

ქ. ჭიათურა

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 მარტის №7 დადგენილებაში (სსმ, 17/03/2017, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016220)  შევიდეს შემდეგი ცვლილება: 
ა) დადგენილების პირველის მუხლით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით განსაზღვრულ სიცოცხლისათვის საშიშ და 2016 წლის  ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილების დანართი 17.2-ით განსაზღვრულ იშვიათი დაავადებების მქონე მოქალაქეებს, რომელთა სოციალურ - ეკონომიკური სტატუსის განმსაზღვრელი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 ერთეულს, გარდა ორალური მედიკამენტებით მკურნალობას დაქვემდებარებული შაქრიანი დიაბეტით (ტიპი 2) და C ჰეპატიტით დაავადებული მოსახლეობისა.“

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლის მოქმედება არ ვრცელდება მოქალაქეთა მიერ დადგენილების ძალაში შესვლამდე შემოტანილ განცხადებებზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი