ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ

ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/07/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016249
21
07/07/2017
ვებგვერდი, 11/07/2017
010250020.35.121.016249
ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2017 წლის 7 ივლისი

ქ. ვანი

 

ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შეიქმნას 21 (ოცდაერთი) ადმინისტრაციული ერთეული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრები ემთხვევა დანართში მოცემულ ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი დასახლებების (სოფელი/ქალაქი) ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ივანიაძე



                                                                                                                                                                დანართი №1
ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები და მათი საზღვრები

ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება

 

ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი დასახლებები

 

1

ქალაქ ვანის ადმინისტრაციული ერთეული

ქალაქი ვანი

2

მთისძირის ადმინისტრაციული ერთეული

სოფლები: მთისძირი, ჭაგან-ჭყვიში

3

შუამთის ადმინისტრაციული ერთეული

სოფლები: შუამთა,  ჭყვიში

4

ტობანიერის ადმინისტრაციული ერთეული

სოფლები: ტობანიერი, ზედა ეწერ-ტობანიერი, მიქელეფონი, კუშუბოური

5

ყუმურის ადმინისტრაციული ერთეული

სოფლები: ყუმური,  მაისოური, დუცხუნი 

6

მუქედის ადმინისტრაციული ერთეული

სოფლები: ქვედა მუქედი, ზედა მუქედი

7

ციხესულორის ადმინისტრაციული ერთეული

სოფელი ციხესულორი

8

ზედავანის ადმინისტრაციული ერთეული

სოფლები: ზედავანი, ტყელვანი

9

გადიდის ადმინისტრაციული ერთეული

სოფლები: გადიდი, ონჯოხეთი

10

სალხინოს ადმინისტრაციული ერთეული

სოფლები: სალხინო, ზენობანი

11

დიხაშხოს ადმინისტრაციული ერთეული

სოფლები: დიხაშხო, ისრითი, ციხისუბანი

12

სულორის ადმინისტრაციული ერთეული

სოფელი სულორი

13

ძულუხის ადმინისტრაციული ერთეული

სოფელი ძულუხი

14

ბზვანის ადმინისტრაციული ერთეული

სოფლები: ქვედა ბზვანი, ზედა ბზვანი

15

ამაღლების ადმინისტრაციული ერთეული

სოფლები: ამაღლება, ინაშაური

16

ზეინდარის ადმინისტრაციული ერთეული

სოფლები: ზეინდარი, შუაგორა

17

გორას ადმინისტრაციული ერთეული

სოფლები:  გორა, ზედა გორა

18

ფერეთას ადმინისტრაციული ერთეული

სოფლები: ფერეთა, ბაბოთი

19

სალომინაოს ადმინისტრაციული ერთეული

სოფლები: სალომინაო, ბაგინეთი

20

უხუთის ადმინისტრაციული ერთეული

სოფლები:  უხუთი, იმერუხუთი

21

საპრასიას ადმინისტრაციული ერთეული

სოფლები: საპრასია, რომანეთი