„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 234
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016995
234
07/07/2017
ვებგვერდი, 10/07/2017
200090000.22.033.016995
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №234

2017 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
 „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 2000900000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დანართი NIII-25-ის  (დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაცია) III ნაწილის:
ა) დანართ „ა“-ს  III ნაწილი (დღგ-ის ჩასათვლელი თანხა) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
ბ) დანართ „ბ“-ს დაემატოს VIII და IX ნაწილები თანდართული რედაქციით.
2. 75- მუხლის:
ა) მე-3 და 31 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეკლარაციის III ნაწილის და „ა“ და „ბ“ დანართების უჯრებში მონაცემები შეიტანება უჯრების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად. ამასთან, „ა“ დანართის პირველი ნაწილის მე-15 უჯრის მონაცემი გადმოიტანება დეკლარაციის III ნაწილის პირველ უჯრაში, ხოლო „ა“ დანართის მე-2 ნაწილის მე-4 უჯრის მონაცემები გადაიტანება დეკლარაციის III ნაწილის მე-8 უჯრაში. „ა“ დანართის პირველი ნაწილის პირველი-მე-8 სტრიქონების მე-3 სვეტის ჯამი აისახება დეკლარაციის III ნაწილის მე-2 უჯრაში, „ა“ დანართის პირველი ნაწილის მე-9 – მე-14 სტრიქონების მე-3 სვეტის ჯამი – დეკლარაციის III ნაწილის მე-3 უჯრაში. ამასთან, „ა“ დანართის III ნაწილის მე-9 უჯრის მე-3 სვეტის მონაცემი გადმოიტანება დეკლარაციის III ნაწილის მე -11 უჯრაში.

 31. დეკლარაციის III ნაწილის „ა“ დანართის პირველი ნაწილის პირველი, მე-2 და მე-3 უჯრებში ჯამურად მითითებული მონაცემი არ უნდა იყოს დაბეგვრაზე წარდგენილი შესაბამის თვეში განხორციელებულ დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გამოანგარიშებულ დასაბეგრ ბრუნვაზე ნაკლები.“;

ბ) 33 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3და 35 პუნქტები:

„34. დღგ-ის დეკლარაციის III ნაწილის მე-7 გრაფის მონაცემი არ უნდა იყოს დანართი „ბ“-ს ნაწილის მე-7 სვეტის და დანართი „ბ“-ს VIII ნაწილის დღგ-ის თანხების ჯამზე მეტი.

35. დღგ-ის დეკლარაციის დანართი „ა“-ს III ნაწილის მე-3 გრაფის მონაცემი არ უნდა იყოს დეკლარაციის დანართი „ბ“-ს VII ნაწილით, მე-5 გრაფა  დანართი „ბ“-ს VI ნაწილით, მე-7 გრაფა  დანართ „ბ“-ს ნაწილით და მე-8 გრაფა  დანართი „ბ“-ს IV ნაწილით დეკლარირებულ დღგ-ის თანხაზე მეტი.“;

 

გ) 72 -74 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„72. დეკლარაციის „ბ“ დანართის V ნაწილი ივსება მაშინ, როცა დღგ-ის გადამხდელებს შორის განხორციელდა საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია და გადამხდელმა მიიღო სანაცვლო საქონელი/მომსახურება. დეკლარაციის „ბ“ დანართის V ნაწილში მიეთითება იმ დეკლარაციის სარეგისტრაციო ნომერი, რომლითაც გადამხდელმა დაადეკლარირა ბარტერული ოპერაციის ფარგლებში მის მიერ მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე გადასახდელი დღგ-ის თანხა. თუ საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის ფარგლებში საქონლის/მომსახურების მიწოდებაც და სანაცვლო საქონლის/მომსახურების მიღებაც ერთსა და იმავე საანგარიშო პერიოდში ხდება, დეკლარაციის სარეგისტრაციო ნომრის მაგივრად მიეთითება „-“. ასევე მიეთითება მომწოდებლის საიდენტიფიკაციო ნომერი და დასახელება, სანაცვლო საქონლის მიღების საანგარიშო პერიოდი (თვე და წელი) და დღგ - ის თანხა. აღნიშნული დანართით დეკლარირებული დღგ-ის თანხა არ უნდა იყოს დანართში მითითებული დღგ-ის დეკლარაციით ბარტერულ ოპერაციაზე დარიცხულ დღგ-ის თანხაზე მეტი.

73. დეკლარაციის „ბ“ დანართის VI ნაწილში მიეთითება გადასახადის გადამხდელის იმ საბანკო ანგარიშის ნომერი, რომლითაც განხორციელდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა, ასეთის არარსებობის შემთხვევაში კი მიეთითება „-“. ასევე აღნიშნულ დანართში მიეთითება გადახდის თარიღი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო ნომერი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასახელება და დღგ-ის თანხა.

74. დეკლარაციის „ბ“ დანართის VII ნაწილში მიეთითება საგადასახადო ორგანოს იმ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა საქონლის იმპორტთან ან/და საქონლის დროებით შემოტანასთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვა, ასევე მიეთითება საგადასახადო ორგანოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად დარიცხული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა. აღნიშნული დანართით დეკლარირებული დღგ-ის თანხა არ უნდა იყოს ამავე დანართში მითითებული საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით საქონლის იმპორტთან ან/და საქონლის დროებით შემოტანასთან დაკავშირებით დარიცხულ დღგ-ის თანხაზე მეტი.“;

 

დ) 74 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 75 და 76 პუნქტები:

„75. დეკლარაციის „ბ“ დანართის VIII ნაწილი ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს საგადახადო კოდექსის 179-ე მუხლის შესაბამისად განხორციელდა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება (შემცირება) და არ გამოიწერება მასზე კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. VIII ნაწილის მე-2 სვეტში მიეთითება დღგ-ის იმ დეკლარაცი(ებ)ის ნომერი, სადაც განხორციელდა კორექტირებამდე დასაბეგრი ოპერაციის დეკლარირება, მე-3 სვეტში მიეთითება დღგ-ის დეკლარაციის საანგარიშო პერიოდი და მე-4 სვეტში მიეთითება დღგ-ის თანხა, რომლითაც ხდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის შემცირება. ამასთან, მე-4 სვეტში დეკლარირებული დღგ-ის თანხა არ უნდა იყოს ამავე დანართის მე-2 სვეტში მითითებული დღგ-ის დეკლარაციით დარიცხულ დღგ-ზე მეტი.

76. დეკლარაციის „ბ“ დანართის IX ნაწილი ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს საგადახადო კოდექსის 179-ე მუხლის შესაბამისად განხორციელდა დღგ-ით უკუდაბეგვრით დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება (შემცირება). IX ნაწილის მე-2 სვეტში მიეთითება დღგ-ის დეკლარაცი(ებ)ის სარეგისტრაციო ნომერი, თუ კორექტირებამდე დღგ-ით უკუდაბეგვრით დასაბეგრი ოპერაცია დადეკლარირდა დღგ-ის დეკლარაციით და უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის გაანგარიშების სარეგისტრაციო ნომერი, თუ კორექტირებამდე უკუდაბეგვრის დასაბეგრი ოპერაცია დადეკლარირდა დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის გაანგარიშებით. მე-3 სვეტში მიეთითება ამავე დანართში მითითებული დღგ-ის დეკლარაციის/უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის გაანგარიშების შესაბამისი საანგარიშო პერიოდი და მე-4 სვეტში მიეთითება დღგ-ის თანხა, რითაც ხდება დღგ-ით უკუდაბეგვრის დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება (შემცირება). ამასთან, მე-4 სვეტში დეკლარირებული დღგ-ის თანხა არ უნდა იყოს ამავე დანართის მე-2 სვეტში მითითებული დღგ-ის დეკლარაციით/უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის გაანგარიშებით უკუდაბეგვრის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაზე დარიცხულ დღგ-ზე მეტი. ამასთან, აღნიშნულ დანართში მითითებული დღგ-ის თანხა გადაიტანება დღგ-ის დეკლარაციის III ნაწილის მე-10 გრაფაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი