დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 67 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 07/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130070000.63.075.016057 |
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის №31 ბრძანებით (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 30/03/2017, სარეგისტრაციო კოდი: 130070000.63.075.016050) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იზოლატორში, როდესაც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, პირველად სამედიცინო შემოწმებას ატარებს სამმართველოს სამედიცინო მომსახურების დანაყოფის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე შტატგარეშე მოსამსახურე და შემოწმების შესახებ ადგენს იზოლატორში მოთავსებული პირის სამედიცინო შემოწმების ფორმას. თუ ექიმს წარმოეშობა ეჭვი წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე, იგი ვალდებულია, აცნობოს იზოლატორის უფროსს, რომელიც თავის მხრივ აღნიშნულის შესახებ შეტყობინებას უგზავნის საქართველოს პროკურატურას და სამსახურის გენერალურ ინსპექციას.“. 2. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. აკრძალულია ცენტრალური მართვის ოთახში ფოტო/ვიდეო/აუდიოგადაღება/ჩაწერა სამსახურის უფროსის წერილობითი თანხმობის გარეშე.“. 3. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) როდესაც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ მოთავსებული პირის სამედიცინო შემოწმების ფორმაში ჩანაწერს აკეთებს სამმართველოს სამედიცინო მომსახურების დანაყოფის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე შტატგარეშე მოსამსახურე;“. 4. მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. იზოლატორში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით, იზოლატორის უფროსის გადაწყვეტილებით იზოლატორში დაიშვებიან სამსახურის შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლები.“. 5. მე-20 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სამმართველოს სამედიცინო მომსახურების დანაყოფის მოსამსახურეებს;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები