დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 68 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 07/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130070000.63.075.016058 |
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის №33 ბრძანებით (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 30/03/2017, სარეგისტრაციო კოდი: 130070000.63.075.016052) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9 მონიტორინგისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება: ა) კონტროლს უწევს იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვას; ბ) ახორციელებს იზოლატორის მოსამსახურეთა მიერ იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვის მონიტორინგს; გ) ახორციელებს იზოლატორში მოთავსებულ პირთა საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური პირობების მონიტორინგს; დ) კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებას ახდენს მიღებული განცხადებების, ინფორმაციის ან/და მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ შესაძლო დარღვევებზე; ე) ახორციელებს დანაშაულის ან სხვა სახის სამართალდარღვევის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანოს ან სამსახურის შესაბამისი დანაყოფის ინფორმირებას; ვ) იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების დარღვევის პრევენციის მიზნით ადგენს მათ გამომწვევ მიზეზებს და ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს; ზ) კომპეტენციისა და საჭიროების ფარგლებში აგროვებს და ამუშავებს იზოლატორში წარმოებულ სტატისტიკას მონიტორინგის ეფექტიანად წარმართვის მიზნით; თ) ადგენს მონიტორინგის ჩატარების გეგმას და დასამტკიცებლად წარუდგენს სამმართველოს უფროსს; ი) ადგენს ანგარიშს ყოველი ჩატარებული მონიტორინგის შესახებ და წარუდგენს სამმართველოს უფროსს/სამმართველოს უფროსის მოადგილეს; კ) ამ მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანგარიშების საფუძველზე 6 თვეში ერთხელ ამზადებს საერთო ანგარიშს და წარუდგენს სამმართველოს უფროსს/სამმართველოს უფროსის მოადგილეს; ლ) სამსახურის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით, ორგანიზებასა და კონტროლს უწევს სამმართველოს საქმისწარმოებას; მ) ორგანიზებას უწევს იზოლატორს შესაბამისი ინვენტარითა და მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებებით მომარაგებას; ნ) იზოლატორში ჩასატარებელი სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების შესახებ წარმართავს ურთიერთობას სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან; ო) აღრიცხავს და აანალიზებს სამმართველოს მიერ გამოყენებულ მატერიალურ-ტექნიკურ რესურსს; პ) წარმართავს ურთიერთობას სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან სამმართველოს მოსამსახურეთა შრომითი ანაზღაურების, სადაზღვევო, სატელეფონო მომსახურებისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების თაობაზე; ჟ) სამსახურის ადმინისტრაციის კოორდინაციით, კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან; რ) ახორციელებს სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას; ს) სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების მიზნით თანამშრომლობს სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან; ტ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე სამმართველოს უფროსის/სამმართველოს უფროსის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს;“. 2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12 1. იზოლატორის ამოცანაა: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად დაკავებულ პირთა იზოლატორში დროებითი მოთავსების აღსრულების უზრუნველყოფა; ბ) იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ) იზოლატორში შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა და მოთავსებულ პირთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა. 2. იზოლატორის ფუნქციაა: ა) იზოლატორში სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა და მოთავსებულ პირთა კვებით უზრუნველყოფა; ბ) იზოლატორში მოთავსებულ პირთათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდება; გ) იზოლატორში მოთავსებულ პირთათვის ამანათის მიღების უფლებით სარგებლობის უზრუნველყოფა; დ) ბრალდების ან/და დაცვის მხარისათვის საპროცესო საქმიანობაში ხელშეწყობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) იზოლატორში მოთავსებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვა, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ასაკის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო; ვ) იზოლატორში მოთავსებულ პირთა ერთიან მონაცემთა ელექტრონული ბაზისა და პირადი საქმეების წარმოება, ასევე მათი ფოტოგრაფირება; ზ) იზოლატორში უსაფრთხოების დაცვის მიზნით იზოლატორის ტერიტორიაზე მყოფი პირებისა და მათი ნივთების, აგრეთვე იზოლატორში მოთავსებულ პირთა საკნების შემოწმება; თ) იზოლატორში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და იზოლატორში მყოფი პირების უსაფრთხოების დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 3. იზოლატორში მსახურობენ მორიგე-გუშაგები, რომელთაც შეიძლება მიენიჭოთ სახელმწიფო სპეციალური წოდება. იზოლატორის სპეციფიკის გათვალისწინებით, იზოლატორის მორიგე-გუშაგს შეიძლება დაეკისროს იზოლატორის ცვლის უფროსის უფლება-მოვალეობა. 4. იზოლატორში დამხმარე ფუნქციებს ასრულებენ შტატგარეშე მოსამსახურეები. 5. იზოლატორში, როდესაც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, მოთავსებულ პირთათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევას უზრუნველყოფს სამმართველოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე შტატგარეშე მოსამსახურე.“. 3. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე სამსახურის უფროსის და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცალკეულ დავალებებს.“. 4. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;“. 5. მე-17 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) აკონტროლებს იზოლატორში პირის მოთავსების პროცედურის განხორციელებას, უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის №31 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორის შინაგანაწესისა (შემდეგში – შინაგანაწესი) და იზოლატორის დღის განრიგის დაცვას;“. 6. მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) დაუყოვნებლივ ატყობინებს იზოლატორის უფროსს ამ დებულების მე-17 მუხლის „რ.ა“–„რ.ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფაქტების შესახებ;“. 7. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) დაუყოვნებლივ ატყობინებს იზოლატორის ცვლის უფროსს ამ დებულების მე-17 მუხლის „რ.ა“–„რ.ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფაქტების შესახებ;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები