დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 29 ნოემბრის №208 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 58 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/07/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.038.016816 |
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 29 ნოემბრის №208 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 29 ნოემბრის №208 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/11/2011, 040030000.22.038.016078) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო) პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომში – კომისია) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის პირველი ნაწილითა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 211 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს.“. 2. მე-3 მუხლის: ა) პირველის პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 მოსამსახურე;“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 4. კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელს, სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 მოსამსახურესა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის 2 თანამშრომელს ამტკიცებს მინისტრი, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.“. 3. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისთვის/უფლებაჩამორთმეული პირისთვის უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის/განცხადების ხელახალი განხილვა დასაშვებია გადაწყვეტილების გამოტანიდან 6 თვის შემდეგ.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები