„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 დეკემბრის №594 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 დეკემბრის №594 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 322
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/07/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.020031
322
05/07/2017
ვებგვერდი, 07/07/2017
010240030.10.003.020031
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 დეკემბრის №594 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №322

2017 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 დეკემბრის №594 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 დეკემბრის №594 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 28/12/2016; 010240030.10.003.019661) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;“.

2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, საჯარო სამსახურში იღებს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასასაქმებელ პირებს;“.

3.  მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. მე-10 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

5.  მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. შიდა აუდიტის დეპარტამენტი

შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სისტემის წინაშე არსებული რისკების იდენტიფიცირება და მათი მართვის ხარისხის შეფასება;

ბ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის გაუმჯობესებისა და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა, სამინისტროს სისტემის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასებისა და საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავების გზით;

გ) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების კონტროლი და, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირების განხორციელებაზე მინისტრისათვის ან/და კურატორი მოადგილისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინადადებების მომზადება;

დ) სამინისტროს სისტემაში შემავალ და მართვაში არსებულ სუბიექტებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და აღნიშნული სუბიექტების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების გამოვლენის მიზნით, სამსახურებრივი შემოწმების  ჩატარება, სამსახურებრივი შემოწმების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის ან/და კურატორი მოადგილისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგენა;

ე) საქართველოს კანონმდებლობითა და შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი