„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 3 ოქტომბრის №558 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 345
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/07/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016662
345
05/07/2017
ვებგვერდი, 07/07/2017
140130000.22.034.016662
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 3 ოქტომბრის №558 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №345

2017 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 3 ოქტომბრის №558 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1.  

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 3 ოქტომბრის №558 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 03/10/2016, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016574) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ8“ ქვეპუნქტი:

„ნ8) ახორციელებს  ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული/განთავსებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი საშუალებების გამოყენებით სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხარდაჭერას. აგრეთვე, ამ გზით მოპოვებული მონაცემების დამუშავებას და შემდგომი რეაგირებისთვის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის ან/და სხვა სახელმწიფო უწყებისათვის გადაცემას;“.

2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული/განთავსებული  ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი საშუალებების გამოყენებით სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხარდაჭერას. აგრეთვე, ამ გზით მოპოვებული მონაცემების დამუშავებას და შემდგომი რეაგირებისთვის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის ან/და სხვა სახელმწიფო უწყებისათვის გადაცემას.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი