ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ, სადაც ვრცელდება საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა

დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/07/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.113.016289
8
05/07/2017
ვებგვერდი, 06/07/2017
010250050.35.113.016289
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ, სადაც ვრცელდება საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2017 წლის 5 ივლისი

ქ. ოზურგეთი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ, სადაც ვრცელდება საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი” 33-ე მუხლის  პირველი ნაწილის თანახმად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით დაბინძურებისათვის პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება „ურეკი-შეკვეთილისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის №273 დადგენილებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე განხორციელებული ქმედებებისთვის.
2. ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით დაბინძურებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლებამოსილება მიენიჭოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრს“.
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრი“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს ავსებს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი” 33-ე მუხლის  პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდაღვევისათვის.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია