სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1330
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024046
  • Word
1330
30/06/2017
ვებგვერდი, 11/07/2017
000000000.00.003.024046
სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1330

2017 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცეს წინასწარი თანხმობა, განახორციელოს:

1. საველე ლეპტოპების, ფერადი პრინტერის, კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების (CPV 30200000 – კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები) სახელმწიფო შესყიდვა.

2. საოფისე თაროების, კარტოთეკის კარადების, სკამების, სავარძლების (CPV 39100000 – ავეჯი) სახელმწიფო შესყიდვა.

3. კონდიციონერების (CPV 42512000 – ჰაერის კონდიცირების საშუალებები) სახელმწიფო შესყიდვა.

4. ავტომანქანების (CPV 34100000 – ავტოსატრანსპორტო საშუალებები) სახელმწიფო შესყიდვა.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                                გიორგი კვირიკაშვილი