სს „საქართველოს მილსადენის კომპანიის საქართველოს ფილიალისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სს „საქართველოს მილსადენის კომპანიის საქართველოს ფილიალისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1307
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024047
  • Word
1307
30/06/2017
ვებგვერდი, 11/07/2017
000000000.00.003.024047
სს „საქართველოს მილსადენის კომპანიის საქართველოს ფილიალისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1307

2017 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

სს „საქართველოს მილსადენის კომპანიის საქართველოს ფილიალისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად:

1. დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის სექციური ცვლილებების (WREP SRP) პროექტთან დაკავშირებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით, სს „საქართველოს მილსადენის კომპანიის საქართველოს ფილიალს“ (ს/ნ: 201955090) მიეცეს უფლება, მცხეთის, გარდაბნისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები:

ა) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე:

ა.ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებიდან (72.06.10.187; 72.06.10.206; 72.06.10.208; 72.13.20.406; 72.06.10.193; 72.13.16.392; 72.13.16.429; 72.13.19.478; 72.13.20.399) 14 ინდივიდი პატარა თელადუმა (Ulmus minor Mill.);

ა.ბ) სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებიდან (72.06.10.203; 72.06.10.056; 72.06.10.059; 72.06.10.171; 72.06.10.192; 72.13.16.096; 72.13.16.328; 72.13.16.338; 72.13.16.341; 72.13.16.347; 72.13.16.354; 72.13.16.355; 72.13.16.378; 72.13.16.382; 72.13.16.384; 72.13.16.387; 72.13.16.398; 72.13.16.407; 72.13.19.353; 72.13.19.354; 72.13.19.356; 72.13.19.361; 72.13.19.385; 72.13.19.472; 72.13.19.482; 72.13.19.486) 165 ინდივიდი პატარა თელადუმა (Ulmus minor Mill.) და 1 (ერთი) ინდივიდი კაკლის ხე (Juglans regia L);

ბ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე:

ბ.ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან (81.09.02.096) 2 (ორი) ინდივიდი პატარა თელადუმა (Ulmus minor Mill.);

ბ.ბ) სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებიდან (81.09.02.021; 81.09.02.104; 81.09.02.112) 6 (ექვსი) ინდივიდი პატარა თელადუმა (Ulmus minor Mill.);

გ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე:

გ.ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან (38.12.35.002) 1 (ერთი) ინდივიდი პატარა თელადუმა (Ulmus minor Mill.);

გ.ბ) სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებიდან (ს/კ: 38.12.35.020; 38.14.31.036) 3 (სამი) ინდივიდი პატარა თელადუმა (Ulmus minor Mill.).

2. სს „საქართველოს მილსადენის კომპანიის საქართველოს ფილიალი“ ვალდებულია:

ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მოჭრილი მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით, ხოლო სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე მოჭრილი მერქნული რესურსი გადასცეს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ამ განკარგულებით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

  პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი