დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსათვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარის სახეობის ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1329 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024072 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1329
2017 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსათვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარის სახეობის ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად:
1. სამხრეთ კავკასიის მილსადენის სისტემის გაფართოების (SCPX) პროექტის ფარგლებში ახალი გაზსადენის მშენებლობის მიზნით, „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოს“ (ს/ნ: 205011609) მიეცეს უფლება, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.20.01.212) ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 1 (ერთი) ინდივიდი პატარა თელადუმა (Ulmus minor Mill.).
2. „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველო“ ვალდებულია:
ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის სახეობის ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადის შესახებ;
ბ) მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, დაასაწყობოს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები