დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის გრანტის მიღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №231 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1328 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024050 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1328
2017 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის გრანტის მიღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №231 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის გრანტის მიღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №231 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ოზურგეთის, ქალაქ ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებისათვის გრანტის მიღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-100 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, მიეცეს თანხმობა ოზურგეთის, ქალაქ ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებს, ევროკავშირის პროექტის − „მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ − ფარგლებში გამოყოფილი 374 749 (სამას სამოცდათოთხმეტი ათას შვიდას ორმოცდაცხრა) ევროს ოდენობის გრანტიდან მიიღონ შემდეგი მოცულობის გრანტი:
ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა − 71 419 (სამოცდათერთმეტი ათას ოთხას ცხრამეტი) ევრო;
ბ) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა − 5 885 (ხუთი ათას რვაას ოთხმოცდახუთი) ევრო;
გ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა − 14 775 (თოთხმეტი ათას შვიდას სამოცდათხუთმეტი) ევრო;
დ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა − 14 748 (თოთხმეტი ათას შვიდას ორმოცდარვა) ევრო.“;
გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა ოზურგეთის, ქალაქ ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროექტის განსახორციელებლად გამოიყენონ საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ევროკავშირის შესყიდვის პროცედურები.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები