ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის ღონისძიების ჩატარებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის ღონისძიების ჩატარებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1303
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024034
  • Word
1303
30/06/2017
ვებგვერდი, 11/07/2017
000000000.00.003.024034
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის ღონისძიების ჩატარებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1303

 2017 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის ღონისძიების ჩატარებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„შიდა ტურიზმის ხელშეწყობისა და საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს  მთავრობის  2013 წლის 31  ოქტომბრის  №1532  განკარგულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს მიეცეს თანხმობა, 2017 წლის 13-14 ივლისს, ქალაქ ბათუმში ჩაატაროს საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“.

პრემიერ-მინისტრი                                                                   გიორგი კვირიკაშვილი