ხონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
ხონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1315
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024055
  • Word
1315
30/06/2017
ვებგვერდი, 11/07/2017
000000000.00.003.024055
ხონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1315

2017 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

ხონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. მიეცეს უფლება ხონის მუნიციპალიტეტს, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 ნოემბრის №2529 და 2016 წლის 9 დეკემბრის №2522 განკარგულებების საფუძველზე გამოყოფილი თანხებიდან დარჩენილი ეკონომიის ნაწილი 21 132.43 (ოცდაერთი ათას ას ოცდათორმეტი ლარი და ორმოცდასამი თეთრი) ლარი მიმართოს 2017 წლის 16 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, კერძოდ:

ა) ქალაქ ხონში მდებარე სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ცენტრალური სტადიონის ადმინისტრაციული შენობის სახურავის შესაცვლელად და სტიქიის შედეგად დაზიანებული სტადიონის სხვა ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციოდ;

ბ) ქალაქ ხონში, სოლომონ მეორის ქ. №7-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სახურავის სტიქიით დაზიანებული ნაწილის სარეაბილიტაციოდ.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მიეცეს უფლება ხონის მუნიციპალიტეტს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

პრემიერ-მინისტრი                                                      გიორგი კვირიკაშვილი