საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1313
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024049
  • Word
1313
30/06/2017
ვებგვერდი, 11/07/2017
000000000.00.003.024049
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1313

2017 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (შემდგომში − სააგენტო) მის მიერ ორგანიზებული კონფერენციების, ტრენინგების, პროექტ „სტარტაპ საქართველოს“ განხორციელებასა და საქართველოს ტექნოლოგიური პარკის, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიებისა და რეგიონული ინოვაციების ცენტრების მუშაობასთან, ასევე ვიზიტორების აიდი ბარათების კონცეფციის შემუშავებასა და 40 000 IT სპეციალისტის ეტაპობრივ გადამზადებასთან დაკავშირებული სატრენინგო და საკონსულტაციო მომსახურების, ამ ღონისძიებებისათვის აუცილებელი მომსახურებებისა და ასევე ტექნოლოგიური პარკის შეუფერხებელი მუშაობისათვის სხვადასხვა სახის საკონსულტაციო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა 2017 წლის განმავლობაში განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებ(ებ)ის მიმართ არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 და მე-12 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.

პრემიერ-მინისტრი      გიორგი კვირიკაშვილი