სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე

  • Word
სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1311
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024042
  • Word
1311
30/06/2017
ვებგვერდი, 11/07/2017
000000000.00.003.024042
სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1311

2017 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე

1. დაევალოს სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან უზრუნველყოს 82 000 (ოთხმოცდაორი ათასი) ლარის გამოყოფა შპს „ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალისთვის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 202054908) გადასაცემად, მისი შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით.

2. შპს „ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურმა ჰოსპიტალმა“, 2017 წლის 1 ოქტომბრამდე სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია ამ განკარგულებით გამოყოფილი თანხის ფარგლებში გაწეული ხარჯებისა და მათი მიზნობრიობის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი