დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კომპანია „INTER RAO UES, PJSC“-ს, საქართველოში რეგისტრირებულ სს „თელასსა“ და საქართველოს შორის არსებულ საარბიტრაჟო დავასა და კომპანია „GARDABANI HOLDINGS B.V.“-სა და საქართველოს შორის არსებულ საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1309 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024067 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1309
2017 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
კომპანია „ INTER RAO UES, PJSC “-ს, საქართველოში რეგისტრირებულ სს „თელასსა“ და საქართველოს შორის არსებულ საარბიტრაჟო დავასა და კომპანია „GARDABANI HOLDINGS B.V.“-სა და საქართველოს შორის არსებულ საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
1. რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებულ კომპანია „INTER RAO UES, PJSC“-ს, საქართველოში რეგისტრირებულ სს „თელასსა“ და საქართველოს შორის არსებულ საარბიტრაჟო დავასა და ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებულ კომპანია „GARDABANI HOLDINGS B.V.“-სა და საქართველოს შორის არსებულ საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს საარბიტრაჟო წარმოების პროცესში ან/და დავის მორიგების მიზნით წარმოებულ მოლაპარაკებებში საქართველოს სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა კოორდინაცია.
2. საარბიტრაჟო წარმოების პროცესში ან/და დავის მორიგების მიზნით წარმოებულ მოლაპარაკებებში სახელმწიფო წარმომადგენლობის განხორციელების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი საერთაშორისო იურიდიული კომპანიის შერჩევა და მასთან იურიდიული მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები