დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის №114/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 111/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.017365 |
|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის №114/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის №114/ნ ბრძანებაში (სსმ, №154, 25.11.2010წ.) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების:
|
1.
მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა1) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს ცენტრის დირექტორს და არჩევიდან 7 დღის ვადაში, თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს.“; ბ) „ა2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
2.
მე-11 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
|
3.
მე-12 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. ცენტრის დირექტორის არჩევის/დანიშვნისა და გათავისუფლების წესი“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცენტრის დირექტორად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილების ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ პირს არ უკავია ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, ცენტრის დირექტორად დანიშვნის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს ცენტრის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას.“; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ცენტრის დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის საფუძველზე, სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად ღია ან ფარული კენჭისყრით, თანამდებობაზე ირჩევს ცენტრის სამეცნიერო საბჭო და არჩევიდან 7 დღის ვადაში, თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს.“; დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 – 34 პუნქტები: „31. ცენტრის დირექტორს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს მიერ წარდგენიდან 10 დღის ვადაში. 32. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს მიერ წარდგენილი პირის ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე, თუ დირექტორი ამ წესდებით დადგენილი წესის ან/და დირექტორისათვის წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დარღვევით იქნა არჩეული. 33. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის განცხადების შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით დანიშვნამდე, ცენტრის დირექტორის მოვალეობის შესრულებას აკისრებს ცენტრის დირექტორის მოადგილეს ან ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს. 34. ცენტრის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის განცხადების შემთხვევაში, მას დასანიშნად 7 დღის ვადაში წარუდგინოს იგივე კანდიდატი. თუ კანდიდატი ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნება წარდგენილი ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი კანდიდატს ამ მუხლის 31 პუნქტით დადგენილ ვადაში არ დანიშნავს, ცენტრის სამეცნიერო საბჭო 3 თვის ვადაში ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით აირჩევს ახალ დირექტორს და მას დასანიშნად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, რომლიც 7 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ცენტრის დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით.“; ე) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ცენტრის დირექტორს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში: ა) პირადი სურვილით; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას; გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობისას, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) გარდაცვალებისას.“; ვ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. ცენტრის დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, ასევე ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წარდგინების საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები