დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1285 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024038 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №128 5
2017 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, I ლოტი – ქსელური აპარატურის (კომუტატორებისა და მარშრუტიზატორების); II ლოტი – ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის კაბელის მიწაში დამონტაჟებისა და ჭების მოწყობის; III ლოტი – ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელზე კამერების ტერმინაციისთვის საჭირო სპეციალური ყუთების მოწყობა-მონტაჟის; IV ლოტი – ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მაგისტრალური მულტიპლექსორის (DWDM) შესყიდვისა და ექსპლუატაციაში გაშვების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვების საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები