კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტისათვის - ქ. თბილისში მდებარე არქიტექტურული ნაგებობის - გუდელისის წმ. გიორგის ეკლესიისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1284
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024043
  • Word
1284
23/06/2017
ვებგვერდი, 12/07/2017
000000000.00.003.024043
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტისათვის - ქ. თბილისში მდებარე არქიტექტურული ნაგებობის - გუდელისის წმ. გიორგის ეკლესიისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1284

 2017 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული  ობიექტისათვის –  ქ.  თბილისში  მდებარე არქიტექტურული ნაგებობის – გუდელისის წმ. გიორგის ეკლესიისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის  მინიჭების შესახებ

უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3  პუნქტის საფუძველზე:  

1. კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებულ არქიტექტურულ ობიექტს,  ქ. თბილისში მდებარე არქიტექტურულ ნაგებობას – გუდელისის წმ. გიორგის ეკლესიას (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.24.18.001) მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, თანდართული სააღრიცხვო ბარათის შესაბამისად.

2. დაევალოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში  ამავე  განკარგულებით გათვალისწინებული ობიექტის მონაცემების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.

პრემიერ-მინისტრი                                                                          გიორგი კვირიკაშვილი