შპს ,,ფურშეტ ჯორჯიას’’ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
შპს ,,ფურშეტ ჯორჯიას’’ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/10339-17
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 26/06/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/10339-17
26/06/2017
ვებგვერდი, 06/07/2017
შპს ,,ფურშეტ ჯორჯიას’’ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/10339-17

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2017 წლის  26 ივნისი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებლები – 1 - ,,შპს რითეილ კაპიტალ ჯორჯია’’

(საიდენტიფიკაციო ნომერი 404967522)

დირექტორი – მამუკა შეწირული

2 - შპს ,,სენატორი’’

(საიდენტიფიკაციო ნომერი 40504904)

დირექტორი – პეტრე გელაშვილი

მოვალე – შპს ,,ფურშეტ ჯორჯია’’

(საიდენტიფიკაციო ნომერი 404415897)

მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს ,,რითეილ კაპიტალ ჯორჯიას’’ და შპს ,,სენატორის’’ განცხადება შპს ,,ფურშეტ ჯორჯიას’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

2017 წლის 2 ივნისს კრედიტორთა პირველ კრებაზე ვერ იქნა განხილული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.

 სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით.

დაადგინა:

1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2017 წლის 11 აგვისტოს 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) სხდომის დარბაზი №1.

2. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე – www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი