„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1261-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 430040000.05.001.018578
1261-რს
26/07/2017
ვებგვერდი, 29/07/2017
430040000.05.001.018578
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2016, სარეგისტრაციო კოდი: 430040000.05.001.018169) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მუნიციპალიტეტები ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და ამ მიზნით დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მეშვეობით.“.

2. მე-14 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაწესებულების ავტორიზაციას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მუნიციპალიტეტის ორგანო ვალდებულია აწარმოოს დაწესებულებათა რეესტრი, შეაგროვოს და მასში ასახოს მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებულებათა რეესტრის წარმოების  წესისა და ამ რეესტრში შესატანი მონაცემებისა და ინდიკატორების ჩამონათვალის შესაბამისად, უზრუნველყოს მონაცემთა საჯაროობა და მიაწოდოს ისინი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ამ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული პასუხისმგებელია მიწოდებული მონაცემების სისწორისთვის.“.

3. მე-18 მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს ან/და მის მიერ დაფუძნებულ შესაბამის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ყოველკვარტალურად წარუდგენს რეკომენდაციებს.“.

4. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 26. დაწესებულების მუნიციპალური კონტროლი

1. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ამ კანონითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით აკონტროლებს დაწესებულების მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას.

2. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საჯარო დაწესებულების საქმიანობის კონტროლის განხორციელების სტანდარტები დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. დაწესებულების საქმიანობის კონტროლის განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ახორციელებს:

ა) დაწესებულების მიერ ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ავტორიზაციის პირობების შესრულების მონიტორინგს;

ბ) დაწესებულების მიერ ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის წარმოების შემოწმებასა და შეფასებას;

გ) დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების შემოწმებასა და შეფასებას.

4. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია დაწესებულების საქმიანობის კონტროლის განხორციელების მიზნით, წინასწარი შეტყობინების გარეშე გამოცხადდეს დაწესებულებაში ავტორიზაციის პირობების შესრულების ადგილზე შესამოწმებლად.

5. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ვალდებულია დაწესებულების სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული არანაკლებ 10 ბავშვის მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების მოთხოვნით განახორციელოს ამ დაწესებულების არაგეგმური კონტროლი.

6. მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია დაწესებულების საქმიანობის კონტროლის განხორციელების შედეგად მიღებული მონაცემები წლიური ანგარიშის ფარგლებში წარუდგინოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

26 ივლისი 2017 წ.

N1261-რს