„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1258-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 140070000.05.001.018571
1258-რს
26/07/2017
ვებგვერდი, 29/07/2017
140070000.05.001.018571
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.06.2014, სარეგისტრაციო კოდი: 140070000.05.001.017468) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მართვის ორგანოები

1. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მართვის ორგანოებია:

ა) ეროვნულ დონეზე:

ა.ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის მიზნით პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს წარუდგენს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო;

ა.ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრი – სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოს მიერ ერთიანი სისტემის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების უფლებამოსილი პირებისაგან შექმნილი ორგანო, რომელიც ოპერაციულ დონეზე ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს მოსალოდნელ ან ფაქტობრივ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას;

ა.გ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საგანგებო შტაბები (შემდგომ − საგანგებო შტაბი) − ერთიანი სისტემის სუბიექტების მართვის ორგანოები, რომელთა უფლებამოსილებაა მართვის დონისა და დარგობრივი დაქვემდებარების მიხედვით სამოქალაქო უსაფრთხო­ების სფეროში ერთიანი სისტემის შესაბამისი სუბიექტების საქმიანობის ორგანიზება;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკის დონეზე − საგანგებო სიტუაციების მართვის ავტონომიური რესპუბლიკის ოპერატიული ცენტრი (შემდგომ − ავტონომიური რესპუბლიკის ოპერატიული ცენტრი) − ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, ორგანიზაციების რეაგირების ძალებისა და სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფის უფლებამოსილი პირებისაგან შექმნილი ორგანო, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის დონეზე (ოპერაციულ დონეზე) ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს მოსალოდნელ ან ფაქტობრივ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას;

გ) სამხარეო დონეზე − საგანგებო სიტუაციების მართვის სამხარეო ოპერატიული ცენტრი (შემდგომ − სამხარეო ოპერატიული ცენტრი) – სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნა­ტორის მიერ სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნა­ტორის, შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, ორგანიზაციების რეაგირების ძალებისა და სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფის უფლებამოსილი პირებისაგან შექმნილი ორგანო, რომელიც სამხარეო დონეზე (ოპერაციულ დონეზე) ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს მოსალოდნელ ან ფაქტობრივ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას;

დ) ადგილობრივ დონეზე − საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივი ოპერატიული ცენტრი (შემდგომ − ადგილობრივი ოპერატიული ცენტრი) – მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის მიერ შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, ორგანიზაციების რეაგირების ძალებისა და სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფის უფლებამოსილი პირებისაგან შექმნილი ორგანო, რომელიც ადგილობრივ დონეზე (ოპერაციულ დონეზე) ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს მოსალოდნელ ან ფაქტობრივ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას;

ე) საობიექტო დონეზე − ობიექტის საგანგებო შტაბი.

2. მართვის დონეების მიხედვით საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება ხდება ეროვნული გეგმის, „საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოპერატიული ცენტრები იქმნება გარკვეული ვადით, მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე, ვითარების ხასიათისა და მასშტაბის გათვალისწინებით.

4. ოპერატიული ცენტრის შექმნამდე მოსალოდნელ ან ფაქტობრივ საგანგებო სიტუაციაზე პირველად რეაგირებას ახდენს სააგენტო ან ახდენენ ერთიანი სისტემის შესაბამისი რეაგირების ძალები.

5. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით ოპერატიული ცენტრები უფლებამოსილი არიან, ვითარების გათვალისწინებით, საგანგებო სიტუაციის ზონაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნან საველე ოპერაციების ერთი ან რამდენიმე ცენტრი, რომელიც/რომლებიც ადგილზე ახორციელებს/ახორციელებენ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას და ტაქტიკურ დონეზე რეაგირების ძალების მართვას.

6. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელი, ობიექტის საგანგებო შტაბის ხელმძღვანელი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმავდროულად არის სამოქა­ლაქო უსაფრთხოების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის პასუხისმგებელი პირი.“.

2. მე-15 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ადგილობრივი ოპერატიული ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – მერი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

26 ივლისი 2017 წ.

N1258-რს