„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის №29/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის №29/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 98/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 04/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 02/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 200090000.18.011.016247
98/04
04/07/2017
ვებგვერდი, 05/07/2017
200090000.18.011.016247
„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის №29/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №98/04

2017 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის №29/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის №29/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის:

ა) მე–2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საგადახდო მომსახურების განსახორციელებლად გამოყენებული ელექტრონული სისტემის მწარმოებლის შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს ამონაწერი, ასევე შემდეგი ინფორმაცია: ელექტრონული სისტემის დასახელება, ელექტრონული სისტემის მწარმოებლის ვებგვერდის მისამართი.”;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტაცია და განუსაზღვროს მას აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვადა. ეროვნული ბანკი ასევე უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს საგადახდო მომსახურების განსახორციელებლად გამოყენებული  ელექტრონული სისტემის  დემონსტრირება.“.

2. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პროვაიდერს/დაინტერესებულ პირს ან/და მის უშუალო ან ბენეფიციარ მესაკუთრეს უფლება არ აქვს ეროვნულ ბანკს ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს:

„ა) შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ან წერილის გაცნობიდან შემდეგი 3 (სამი) წლის განმავლობაში, ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „ე“–„კ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით მითითებული საფუძვლებით საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში და დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მცდარი ინფორმაციის არსებობისას ამ წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად დაინტერესებული პირისათვის პროვაიდერის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში;

ბ) შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ან წერილის გაცნობიდან შემდეგი 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით მითითებული საფუძვლებით საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში და მე-4 მუხლის მე-10 პუნქტით მითითებული საფუძვლით დაინტერესებული პირისათვის პროვაიდერის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში.“.

3. მე-15 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებლის ფულადი სახსრები განათავსოს საკუთარი სახსრებისაგან განცალკევებით ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში ან ბანკებში გახსნილ ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ან ანგარიშებზე. დაუშვებელია ამ ანგარიშებზე სხვა ფულადი სახსრების განთავსება, გარდა მომხმარებლის ფულადი სახსრებისა.

4. პროვაიდერი ვალდებულია ამ წესის მე-16 მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვით შესაბამისი თანხა ჰქონდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე/ანგარიშებზე, ნაღდი ფულის სახით ან/და საბანკო გარანტიის ფარგლებში. პროვაიდერი ვალდებულია წინასწარ შეათანხმოს ეროვნულ ბანკთან გარანტიის შინაარსი, საგარანტიო თანხის ოდენობა და გარანტორი ბანკი (ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი).“.

4. მე-16 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გადამხდელის პროვაიდერი ვალდებულია ყოველი საბანკო დღის ბოლოს ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე განათავსოს მასთან არსებული მომხმარებლის ფულადი სახსრების:

ა) 100%-ის ოდენობით, თუ ეს ფულადი სახსრები არ არის მიღებული ნაღდი ფულის სახით;

ბ) 80%-ის ოდენობით, თუ ეს ფულადი სახსრები მიღებულია ნაღდი ფულის სახით, გარდა პროვაიდერის ან მისი აგენტის გადახდის თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით მიღებული ფულადი სახსრებისა.“;

ბ)  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ელექტრონული ფულის პროვაიდერი ვალდებულია ყოველი საბანკო დღის ბოლოს ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე განათავსოს მასთან არსებული მომხმარებლის ფულადი სახსრების (გამოშვებული ელექტრონული ფულის) 100%-ის ოდენობით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე