დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1257-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/07/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120260000.05.001.018574 |
1257-რს
26/07/2017
ვებგვერდი, 29/07/2017
120260000.05.001.018574
„სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
|
„სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №49, 29.12.2006, მუხ. 365) 31 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას უზრუნველყოფს „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობაში (შემდგომ − თბილისის რაიონი) შექმნილი შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან. |
ქუთაისი, 26 ივლისი 2017 წ. N1257-რს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები