„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 318
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.020027
318
03/07/2017
ვებგვერდი, 05/07/2017
340170000.10.003.020027
„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №318

2017  წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

 

„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2016, 340170000.10.003.019215) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“:  

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ)  რძის საწარმოს აღჭურვილობა (№5 დანართით),  თუ ამ კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და ამავე კოოპერატივის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული ცხვრების (ნერბი) რაოდენობა ჯამურად შეადგენს არანაკლებ 1000 სულისა;“.

2. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. რეგისტრაციის დროს პრეტენდენტის მიერ შესაბამისი მონაცემების არასწორად წარდგენის შემთხვევაში, მას სააგენტო უგზავნის შეტყობინებას ხარვეზის არსებობასთან დაკავშირებით, რომლის გამოსასწორებლად განესაზღვრება არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღისა. შეტყობინების გაგზავნა ხდება პრეტენდენტის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის ათვლა იწყება შეტყობინების გაგზავნის მომდევნო სამუშაო დღეს.“.

3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

„8. სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, პროგრამაში რეგისტრაცია გამოაცხადოს არაუმეტეს  სამჯერ ერთი წლის განმავლობაში.

9. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია რეგისტრაცია გამოცხადდეს ფურების ან ცხვრებისა (ნერბი) და თხებისათვის (ნეზვი) განკუთვნილი აღჭურვილობებისათვის ცალ-ცალკე.“.

4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) რძის შემკრებ-გადამამუშავებელი პუნქტისათვის შესაბამისი შენობა-ნაგებობის მინიმალური ფართი დანართი №1-ის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა იყოს არანაკლებ 45 მ2-ისა, დანართი №2-ის მოთხოვნის შემთხვევაში – არანაკლებ 80 მ2-ისა, დანართი №3-ის მოთხოვნის შემთხვევაში – არანაკლებ 165 მ2-ისა, დანართი №4-ის მოთხოვნის შემთხვევაში – არანაკლებ 210 მ2-ისა და დანართი №6-ის მოთხოვნის შემთხვევაში – არანაკლებ 90 მ2-ისა;“.

5. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) პროგრამაში ჩართვის მომდევნო წლიდან უზრუნველყოს არსებული მსხვილფეხა საქონლის არანაკლებ 30%-ის დაგრილება მხოლოდ ხელოვნური განაყოფიერების გზით, აწარმოოს ჩანაწერები და აღნიშნულის შესახებ სააგენტოს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (თარიღისა და გამოყენებული ჯიშის მითითებით);“.

6. დანართი №6 ჩამოყალიბდეს  თანდართული  რედაქციით:

„დანართი  6

რძის საწარმოს აღჭურვილობა

დასახელება

რაოდენობა

1

ავტომატური მობილური რძის საწველი აღჭურვილობა თხებისთვის, 2-ადგილიანი

5

2

გამაცივებელი რეზერვუარი (300 ლიტრი)

1

3

ყველის სახარში აბაზანა (200 ლიტრი)

1

4

საწნეხი ურიკა

1

5

რძის ტუმბო

1

6

გენერატორი (10 კვტ)                        

1

7

წყლის რეზერვუარი (1.5 ტონა)

1

8

ცხელი წყლით რეცხვის  ავტომატი

1

9

წყლის გამაცხელებელი (200 ლიტრი)

1

10

უჟანგავი ფოლადის სამუშაო მაგიდა (2000 X 800 X 850 მმ)

1

11

რძის ანალიზატორი

1

.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი