„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი 03/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.025.016234
35
03/07/2017
ვებგვერდი, 04/07/2017
300300000.22.025.016234
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №35

2017 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ((www.matsne.gov.ge, №117, 31/08/2006 წ., სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22.025.009.162) შეტანილ იქნეს ცვლილება  და „ბაზრის წესების“:

ა) 28-ე მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. გადაცემის ლიცენზიატების მომსახურების ანაზღაურება განაწილების ლიცენზიატის, პირდაპირი მომხმარებელის, აგრეთვე ელექტროენერგიის მწარმოებელის (საერთო სასადგურო დანახარჯის უზრუნველსაყოფად ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში) მიერ ხორციელდება მიწოდების პუნქტებში მოხმარებული (აღრიცხული) ყოველი კილოვატსაათი ელექტროენერგიის მთელ მოცულობაზე კომისიის მიერ ამ მომსახურებაზე დადგენილი ტარიფების (გარდა სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზით მომსახურებისთვის დადგენილი ტარიფისა) მიხედვით.”;

ბ) 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ბაზრის წესებს” დაემატოს შემდეგი შინაარსის 44-ე მუხლი:

მუხლი 44. გადაცემის ლიცენზიატების მიერ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-სთვის „დარიალი-ჟინვალის კონტურში“ გაწეული გადაცემის მომსახურების ოდენობის განსაზღვრის სპეციალური მეთოდი

1. წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის „დარიალი-ჟინვალის კონტური“ განისაზღვრება როგორც საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოქმედი ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის (ტექსტში შემდგომ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“) კუთვნილი გამანაწილებელი ქსელის 110, 35, 10, 6 და 0,4 კვ-იანი მონაკვეთი შემოსაზღვრული მიწოდების და მიღების იმ პუნქტებით, რომელთა საშუალებითაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიას:

ა) იღებს:

ა.ა) გადაცემის ლიცენზიატის კუთვნილი ქვესადგურ(ებ)ის მიწოდების პუნქტებიდან და აგრეთვე 110 კვ-ის ელექტროგადამცემი ხაზი „დარიალის“ მიწოდების პუნქტიდან სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 110 კვ-ის კუთვნილ ქვესადგურ „ყაზბეგში“;

ა.ბ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებლების ელექტროსადგურების სალტეებზე განთავსებული მიწოდების პუნქტებიდან;

ბ) გასცემს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მიწოდების პუნქტებში და მცხეთა-მთიანეთის მონაკვეთში მიღების იმ პუნქტებში, რომლებიდანაც სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი გამანაწილებელი ქსელიდან, მათ კუთვნილ ელექტრულ ქსელებში, ელექტროენერგიას იღებს სხვა განაწილების ლიცენზიატი და პირდაპირი მომხმარებლები.

2. გადაცემის ლიცენზიატების მიერ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-თვის „დარიალი-ჟინვალის კონტურში“ გაწეული გადაცემის მომსახურების რაოდენობა (E“დ-ჟ“.კონტ) განისაზღვროს შემდეგი ფორმულის მიხედვით:

E“დ-ჟ“.კონტ = [Eგად.მიღ / (Eგად.მიღ + Eგენ.მიღ)] x Eეპჯ.მოხ, (კვტსთ),

სადაც:

ა) Eგად.მიღ წარმოადგენს „დარიალი-ჟინვალის კონტურში“ გადამცემი ქსელის მიწოდების პუნქტებით მიღებული ელექტროენერგიის ჯამური მოცულობას, რომელსაც ემატება ქ/ს „გლდანი-220“-ის და ქ/ს „დიდუბე-220“-ის გადაცემის ქსელის მიწოდების შესაბამისი პუნქტებიდან ამავე კონტურის არეალში მოქცეული ეგხ-ებით (,,ავჭალა-35“ და „წევა-35“) სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიაზე“ გადაცემული ელექტროენერგიის რაოდენობა (ტექსტში შემდგომ „ზაჰესიდან გადაცემული ელექტროენერგიის რაოდენობა“), დაანგარიშებული იგივე განაწილების ლიცენზიატის მიერ დასახელებული ეგხ-ებით (,,ავჭალა-35“ და ,,წევა-35“) შექმნილ ზაჰესის მოქმედ კვანძში მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად.

ბ) Eგენ.მიღ წარმოადგენს სხვაობას ერთი მხრივ „დარიალი-ჟინვალის კონტურში“ მოქცეული ელექტროსადგურების მიწოდების პუნქტებიდან სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელ ქსელში მიღებული ელექტროენერგიის მოცულობასა (კვტ.სთ.) და მეორე მხრივ ზაჰესიდან გადაცემული ელექტროენერგიის რაოდენობას შორის;

გ) Eეპჯ.მოხ წარმოადგენს: „დარიალი-ჟინვალის კონტურში“ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად განსაზღვრული ელექტროენერგიის რაოდენობებს შორის სხვაობას .”.

მუხლი 2
ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ცვლილებები ამოქმედდეს მოცემული პუნქტებით გათვალისწინებული პრინციპის შესატყვისი ელექტროენერგიის გადაცემის ყველა ლიცენზიატისთვის გადაცემის მომსახურების ახალი ტარიფის დამდგენი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სათანადო აქტის ამოქმედების დღიდან.
მუხლი 3
ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურების ოდენობის დადგენის მეთოდის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ „დარიალი-ჟინვალის კონტურში“ და მისი გავრცელება ელექტროენერგეტიკული სისტემის სხვა ნაწილებზე დაუშვებელია.
მუხლი 4
ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურების ოდენობის დადგენის მეთოდის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

 

მუხლი 5
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე