დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.168.016216 |
|
,,მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №17 დადგენილების დანართში (www.matsne.gov.ge, 25/07/2014, 010250020.35.168.016114) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
|
1.
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5. აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულები აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) საორგანიზაციო და იურიდიულ საკითხთა განყოფილება; ბ) მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილება.“. |
2.
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8. აპარატის ხელმძღვანელი 1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს აპარატის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე. 2. აპარატის ხელმძღვანელი: ა) უძღვება აპარატის საქმიანობას; ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას; გ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; დ) ადგენს შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ე) ხელმძღვანელობს ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს; ვ) ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს, საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. აპარატის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე. 4. აპარატის ხელმძღვანელის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე. 5. აპარატის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობებს ასრულებს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის, საორგანიზაციო და იურიდიულ საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები