„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/06/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 23/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.168.016215
17
30/06/2017
ვებგვერდი, 06/07/2017
010260030.35.168.016215
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2017 წლის 30 ივნისი

ქ. სიღნაღი

 

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის   შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის №2 დადგენილების  დანართში (www.matsne.gov.ge, 01/02/2017, 010260030.35.168.016200)  შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. პირველი  მუხლის  პირველ  პუნქტს  დაემატოს „დ1“ ქვეპუნქტი  შემდეგი  რედაქციით:

,,1) სტუდენტის სოციალური დახმარება, რომელმაც მოიპოვა სწავლის დაფინანსება საქართველოს ფარგლებს გარეთ;“.

2. დაემატოს 51 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  51. სტუდენტის  სოციალური დახმარება, რომელმაც მოიპოვა სწავლის დაფინანსება საქართველოს ფარგლებს გარეთ

1. სტუდენტს, რომელმაც მოიპოვა სწავლის დაფინანსება საქართველოს ფარგლებს გარეთ, მიეცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება  არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინონ:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო  პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება ანკეტის (ფორმა №1) ასლი და მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;

გ) საქართველოს ფარგლებს გარეთ სწავლის დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად  ანგარიშზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ტოკლიკიშვილი