„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის N1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის N1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/283
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 03/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016496
1-1/283
03/07/2017
ვებგვერდი, 03/07/2017
040030000.22.024.016496
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის N1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/283

2017 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 29/05/2017, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.016489) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში" დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.  დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ – „თ“ ქვეპუნქტები:

„ვ) ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია;

ზ) პოტენციური ინვესტორი კომპანიების იდენტიფიცირება და ინვესტორებთან ურთიერთობა;

თ) პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა“.

2. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ – „მ“ ქვეპუნქტები:

„კ) პრიორიტეტული სექტორების შერჩევა და ამ სექტორებში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;

ლ) პოტენციური ინვესტორებისთვის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და არსებული ინვესტორი კომპანიების მხარდაჭერა;

მ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“.

3. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:

„ი) ინვესტიციების მოზიდვის დეპარტამენტი;

კ) ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტი.“.

4. დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები:

„9. ინვესტიციების მოზიდვის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოში ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;

ბ) საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობებზე ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობა;

გ)  ინვესტორებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა საინვესტიციო პროექტების  წარდგენის და პოტენციურ ინვესტორებთან კავშირების დამყარების მიზნით;

დ) საინვესტიციო პრეზენტაციების/პროექტების  მომზადება და/ან განახლება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებული ორგანიზაციების და პირების უზრუნველყოფა სათანადო ინფორმაციით, საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურებით;

ვ) პრიორიტეტული სექტორების მიხედვით პოტენციური ინვესტორი კომპანიების იდენტიფიცირება, დაკავშირება, საინვესტიციო შესაძლებლობების/პროექტების შესახებ პრეზენტაციის გაკეთება და კომპეტენციის ფარგლებში, მოლაპარაკებების წარმოება;

ზ) ქვეყნის საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციისა და საინვესტიციო პროექტების შეთავაზების მიზნით, საქართველოში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, დონორებთან, ბიზნესასოციაციებთან და შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

10. ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საინვესტიციო საკითხებზე კვლევების წარმოება, ქვეყნის შეფარდებითი უპირატესობების განსაზღვრა და საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა;

ბ) საქართველოში საინვესტიციო პოტენციალის მქონე პრიორიტეტული სექტორების იდენტიფიცირება და ახალი სექტორების შესწავლა/შეთავაზება საინვესტიციო პოტენციალის გამოვლენის მიზნით;

გ) არსებული ინვესტორი კომპანიების მხარდაჭერა და საქართველოში რეინვესტირების შეთავაზება;

დ) საქართველოს ბიზნეს-გარემოსთან და  პრიორიტეტული სექტორების საინვესტიციო პოტენციალთან დაკავშირებული მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო რეიტინგების რეგულარული მონიტორინგი, რეკომენდაციების მომზადება და შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა რეიტინგების მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვის მიზნით;

ე) არსებული ინვესტორების, დონორი ორგანიზაციების და პრიორიტეტული სექტორის სხვა მოთამაშეების მოსაზრებების გათვალისწინებით ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით   რეკომენდაციების მომზადება;

ვ) საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობა და პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმის მასალების ან/და ინფორმაციის გამოთხოვითა და მიღებული მასალის ან/და ინფორმაციის შესწავლით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი გახარია