„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1-1/282
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 03/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016495
1-1/282
03/07/2017
ვებგვერდი, 03/07/2017
040030000.22.024.016495
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/282

2017 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 040030000.22.024.016174, 23/04/2012) დამტკიცებულ წესში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „უ“ ქვეპუნქტის „უ.ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ.მ“ და „უ.ნ“ ქვეპუნქტები:

„უ.მ) სდ-ის სასწავლო პროცესისა და პროცედურების სახელმძღვანელოს ახალი რედაქციის შეთანხმება – 250 ლარი;

უ.ნ) სდ-ის სასწავლო პროცესისა და პროცედურების სახელმძღვანელოში ცვლილების შეტანა – 125 ლარი;“;

ბ) „ჭ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ხ“ და „ჯ“ ქვეპუნქტები:

„ხ) საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემა:
ხ.ა) „ა“ კატეგორიის საწარმოსთვის – 12500 ლარი;
ხ.ბ) „ბ“ კატეგორიის საწარმოსთვის – 3000 ლარი.

ჯ) საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის შენარჩუნებაზე ზედამხედველობა:
ჯ.ა) „ა“ კატეგორიის საწარმოსთვის – 12000 ლარი წელიწადში;
ჯ.ბ) „ბ“ კატეგორიის საწარმოსთვის – 3000 ლარი წელიწადში.“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4  პუნქტები:

„3. უპილოტო საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის საფასურის განაკვეთი მაქსიმალური ასაფრენი მასის მიხედვით:

ა) 5 კგ-დან 150 კგ-მდე მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდის რეგისტრაცია – 50 ლარი;

ბ) 150 კგ და მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდის რეგისტრაცია – 100 ლარი;

გ) უპილოტო საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემა – 20 ლარი.“.

4. დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის სპეციფიკურ კატეგორიაში ექსპლუატაციისთვის თანხმობის სერტიფიკატის გაცემა, მოქმედების ვადის გაგრძელება, ცვლილებების შეტანა:

ა) დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის სპეციფიკურ კატეგორიაში ექსპლუატაციისთვის თანხმობის სერტიფიკატის გაცემა – 100 ლარი;

ბ) დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციაზე თანხმობის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება – 50 ლარი;

გ) დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციაზე თანხმობის სერტიფიკატში ცვლილებების შეტანა – 50 ლარი.“

3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „ე“ ქვეპუნქტით, „ე1“ ქვეპუნქტით, „შ“ ქვეპუნქტის „შ.დ.ა-შ.დ.გ“, „შ.დ.ე“ ქვეპუნქტებით, „ჩ“ ქვეპუნქტის „ჩ.დ“ ქვეპუნქტით, „ჭ“ ქვეპუნქტის „ჭ.ა“ ქვეპუნქტითა და „ჯ“ ქვეპუნქტით წლიურად დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდა წარმოებს თანაბარნაწილად, ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 3 ივლისიდან.

3. ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ნოემბრიდან. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი გახარია