„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის №114 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის №114 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 182
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 30/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 30/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 010210050.08.002.017023
182
30/06/2017
ვებგვერდი, 30/06/2017
010210050.08.002.017023
„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის №114 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №182

2017 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის №114 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის N114 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 27.03.2014, 010210050.08.002.016919) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტში:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საერთაშორისო ურთიერთობების და კომუნიკაციის დეპარტამენტი;“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საერთაშორისო ურთიერთობების და კომუნიკაციის დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:

დ.ა) ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის სფეროში არსებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აკადემიურ წრეებთან ურთიერთობა;

დ.ბ) ადგილობრივ და საერთაშორისო მედიასაშუალებებთან კომუნიკაცია და მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგი;       

დ.გ) პრესრელიზების, ანონსების გავრცელება, პრესკონფერენციებისა და საინფორმაციო ბრიფინგების ორგანიზების უზრუნველყოფა;

დ.დ) ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში საბჭოს ოფიციალური გვერდების მართვა და ინფორმაციის სისტემატური განახლება;

დ.ე) ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი, საპასუხო მასალების მომზადება და გავრცელების საკომუნიკაციო არხების შერჩევა;

დ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, უცხოელ პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა;

დ.ზ) ქვეყნისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში არსებულ საკითხებზე საზღვარგარეთ ოფიციალური შეხვედრების/ვიზიტების მომზადება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;

დ.თ) სხვა ქვეყნების ანალოგიური ფუნქციის მქონე უწყებებთან ურთიერთობის წარმართვა;

დ.ი) საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება;“.

მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2017 წლის 30 ივნისიდან.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი