აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 30/06/2017
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010320040.34.059.016047
10
30/06/2017
ვებგვერდი, 03/07/2017
010320040.34.059.016047
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის

დადგენილება №10

2017 წლის 30 ივნისი

ქ. ბათუმი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2004 წლის 29 მაისის №04/2004 დადგენილება „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის/არჩევის ბოლო ვადის განსაზღვრის თაობაზე“ (გაზეთი „აჭარა“  №101. 2004 წელი);

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2006 წლის 19 მაისის №6 დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის საჯარო თანამდებობის დასაკავებელი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ (გაზეთი „აჭარა“  №91. 2006 წელი);

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 სექტემბრის №9 დადგენილება „საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ (გაზეთი „აჭარა“  №102. 2008 წელი);

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2008 წლის 14 სექტემბრის №11 დადგენილება „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ“ (გაზეთი „აჭარა“  №103. 2008 წელი);

5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2008 წლის 23 სექტემბრის №12 დადგენილება „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ (გაზეთი „აჭარა“  №107. 2008 წელი);

6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2008 წლის 7 ოქტომბრის №13 დადგენილება „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ (გაზეთი „აჭარა“  №113. 2008 წელი);

7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2008 წლის 29 ოქტომბრის №17 დადგენილება „უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების უფლებამოსილების განსაზღვრისა და დანიშვნის წესის შესახებ“ (გაზეთი „აჭარა“  №122. 2008 წელი);

8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2008 წლის 29 ოქტომბრის №18 დადგენილება „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ“  (გაზეთი „აჭარა“  №122. 2008 წელი);

9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2012 წლის 7 აგვისტოს №4 დადგენილება „უმაღლეს საარჩევნო კომისიაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 8/08/2012 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016005);

10. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2012 წლის 7 აგვისტოს №5 დადგენილება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით უსკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 8/08/2012 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016006);

11. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის №7 დადგენილება „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 14/07/2016 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016027);

12. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2017 წლის 17  მაისის №1 დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 18/05/2017 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.34.059.016038).

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.

 


აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეპარმენ ჯალაღონია
კომისიის მდივანისოფიო კახაძე