უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი

უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 30/06/2017
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 27/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016046
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
9
30/06/2017
ვებგვერდი, 03/07/2017
010220020.34.059.016046
უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/07/2017 - 27/08/2018)

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის

დადგენილება №9

2017 წლის 30 ივნისი

ქ. ბათუმი

 

უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი

საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
დანართის შესაბამისად განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის   უმაღლესი საარჩევნო კომისიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალი, რომლებსაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2007 წლის 27 ივნისის №6 დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში იმ სამსახურებისა და საშტატო ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომელთაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი“.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.

აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეპარმენ ჯალაღონია
კომისიის მდივანისოფიო კახაძე