დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარგებლობაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 309 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/12/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040090000.10.003.020018 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/06/2017 - 20/12/2021)
|
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარგებლობაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
|
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შემდგომში –
სამინისტრო) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამინისტროს ინტერესების გათვალისწინებით, განახორციელოს:
ა) სამინისტროს მონაწილეობით დაგეგმილ ან მიმდინარე სამხედრო წვრთნებში, კურსებში, სწავლებებში, ღონისძიებებში ან/და სამუშაო შეხვედრებში/ვიზიტებში მონაწილე ან სტუმრად მყოფი პირების სასურსათო კმაყოფაზე აყვანა/მოხსნა, შეიარაღებით, საბრძოლო მასალით, სანივთე ქონებით, აღჭურვილობით, სამედიცინო მომსახურებით, ფარმაცევტული საშუალებებით ან/და ტრანსპორტით უზრუნველყოფა; ბ) ფიზიკური ან/და იურიდიული პირების სამინისტროს ბალანსზე არსებული სამხედრო ქონებით უზრუნველყოფა სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები