დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 21 |
დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 30/06/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 02/10/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.112.016303 |
|
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №30 დადგენილებაში (ვებგვერდი, matsne.gov.ge, 30.12.2016) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
ა)
დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“; |
ბ)
დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“; |
გ)
დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 11303025 ლარის ოდენობით:
“; |
დ)
დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 8944148 ლარის ოდენობით:
“; |
ე)
დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 8233220 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“; |
ვ)
დადგენილების მე-8 მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება, მათ შორის:
“; |
ზ)
დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“; |
თ)
დადგენილების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის 2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 2.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, წყალსადენის შიდა ქსელის მოვლა-შენახვა და ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.2.1. წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფლის მოსახლეობისათვის წყლის მიწოდების ხელშეწყობა, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება წყალსადენის ექსპლოატაციაზე გახარჯული ღირებულების გადახდა. 2.2.2. გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია – დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება და მოვლა-პატრონობის ხარჯები. გარე განათების მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს ა(ა)იპ „ლანჩხუთი – ტექსერვისი“ 2.2.2.1. ა(ა)იპ – ლანჩხუთი – ტექსერვისი ( 433642490) (პროგრამული კოდი 03 02 05 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, მოვლა-პატრონობის ხარჯები. 2.2.2. 2. გარე განათების ელექტროენერგიის ღირებულება (პროგრამული კოდი 03 02 05 02) მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება განხორციელდება ქვეპროგრამის ფარგლებში. 2.2.3. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 06) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის სანიტარიული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნარჩენების დაგვა-დასუფთავება და მისი ოპერატიულად გატანა. 2.2.3.1. ა(ა)იპ – ლანჩხუთი სერვისი (433642677) (პროგრამული კოდი 03 02 06 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე მუნიციპალიტეტში არსებული სკვერების მოვლა და გამწვანების სამუშაოების ჩატარება, სასაფლაოების მოვლა-პატრონობა. 2.2.4. ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. ლანჩხუთში მდინარაძის ქ. №2-ში მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის პირველ სართულზე არსებული თავისუფალი ფართის კაპიტალური რემონტი, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 26 აპრილის №824 განკარგულებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებელი პროექტების დაფინანსება. 2.2.5. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა, კერძოდ, სკვერების ექსპლოატაცია რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის მოწესრიგება. 2.2.5.1 საპროექტო დოკუმენტაციის, საექსპერტო მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №1280 განკარგულებით გამოყოფილი და საბიუჯეტო სახსრებით საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა. 2.2.5.2 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 03 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა, კერძოდ, სკვერების ექსპლოატაცია-რეაბილიტაცია. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საქ. მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №175 განკარგულებით გამოყოფილი სახსრებით შესრულებული სამუშაოს საგარანტიო თანხების მიზნობრივი ჩარიცხვა. ასევე განხორციელდება „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსახორციელებელი გარდამავალი პროექტების თანადაფინანსება 5%-ის ფარგლებში. ასევე განხორციელდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ანალიტიკური პროგრამებით აღჭურვილი ვიდეოკამერების განთავსება, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებით განსახორციელებელი პროექტების დაფინანსება. ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომობილების პარკირების მოწესრიგების დაფინანსება. 2.2.6 სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის ფარგლებში სოფლის მხარდაჭერის ღონისძიებები 2.2.6.1 ა(ა)იპ „საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრი (ს/კ 233733984) (პროგრამული კოდი 03 05 02) ქვეპროგრამა ახორციელებს მუნიციპალიტეტში ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას, საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება აზიური ფაროსანის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 მარტის №588 განკარგულების შესაბამისად.“; |
ი)
დადგენილების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 14. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
“; |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები